ნიუ-იორკში მდებარე Polina Berlin Gallery სამი არტისტის - თამარა კ.ე-ს, თამო ჯუღელისა და Brian DeGraw-ს ჯგუფურ გამოფენას - ‘’The rose is the rose and is the cat’’-ს უმასპინძლებს, რომელიც 4 ივნისს გაიხსნება და 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ხელოვანის - თამარა კ.ე-ს დიდი ფორმატის ნახატები, იმ ნამუშევართა სერიიდან, რომელიც მან ნიუ-იორკში 2011-13 წლებში შექმნა და We are not afraid of thieves ეწოდება, ასევე ნამუშევრებს სერიიდან - Revisiting Fear.
დამთვალიერებელი გამოფენაზე იხილავს თამო ჯუღელის უახლეს, 2024 წლის ტილოზე შესრულებულ ნამუშევრებს და Brian DeGraw-ს ნახატებს, რომელთა შთაგონების წყარო იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის თეატრი - ბუტოა.
თითოეული არტისტი თავიანთი ნამუშევრებით ქმნის პირად მხატვრულ, ვიზუალურ და წერილობით ენას. ისინი წარმოადგენენ აბსტრაქციასა და ფიგურაციას და გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემენ, რომ ნამუშევართა კონტექსტი ინდივიდუალური ხედვით შეისწავლონ.
ფოტოს წყარო: Tamara KE
დაწერე კომენტარი