Jean Paul Gaultier-მა პრაიდის აღსანიშნავად შეზღუდული რაოდენობის ორი ახალი სუნამო წარადგინა. Classique და Le Male ბრენდის საკულტო, ქალისა და მამაკაცის სხეულის გამოსახულებების მქონე ბოთლებითაა წარმოდგენილი, რომლებიც გაფორმებულია არტისტ კით ჰარინგის "Once Upon a Time’"-ით, ნიუ-იორკის NYC LGBT Community Center-ში მდებარე ფრესკული ნამუშევრის დეტალებითა და პოპ-არტის ელემენტებით.
კით ჰარინგმა ფრესკა სტოუნვოლის აჯანყების 20 წლის აღსანიშნავად შექმნა, რომელიც ლგბტ უფლებებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მასშტაბური ბრძოლაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარინგის ფრესკა კი თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს.
ახალი კოლაბორაციული სუნამოებით ბრენდი იდენტობას, თავისუფლებასა და თავდაჯერებულობას გამოხატავს. პარფიუმები უნისექს სურნელს ატარებს, რომელიც აერთიანებს ციტრუსის, იუზუს, ფორთოხლის, ნეროლის ყვავილის და მუშკის ნოტებს, სურნელი ხილისა და ხის ელემენტების ნაზავს წარმოადგენს, მათ შექმნაზე კი Nathalie Cetto-მ და Quentin Bisch-მა იმუშავეს.
გარდა ჰარინგის ცნობილი ნამუშევრით შთაგონებული სუნამოებისა, Jean Paul Gaultier-მა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოუშვა სპეციალური, ლიმიტირებული სუნამოები დამახასიათებელი დიზაინით, რომლებიც LGBTQIA+ საზოგადოებას, მათ მიმართ პატივისცემასა და მხარდაჭერას ეძღვნება.
ფოტოს წყარო: Jean Paul Gaultier
დაწერე კომენტარი