21-23 ივნისს  ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, რომელიც დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებს, არაფორმალურ ღონისძიებებს მოიცავს და სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს აერთიანებს, რომლებიც  შთამაგონებელ საინტერესო ამბებს და გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გვიზიარებენ. ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალს Hammock Magazine Visa-სთან და თიბისი კონცეპტთან ერთად გააშუქებს, თვალი ადევნეთ ჩვენს ინსტაგრამ-გვერდს, სადაც ფესტივალის მნიშვნელოვანი მოვლენების და მოწვეული 

სპიკერების შესახებ მოგიყვებით.


ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალის სცენა 2019 წლიდან ყოველწლიურად ეთმობა პროფესიონალებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიას წარმოადგენენ და მსმენელამდე უნიკალური, შთამაგონებელი ამბები მიაქვთ. წლევანდელ მრავალ გამორჩეულ მომხსენებელს შორის არიან: აარონ რასმუსენი, ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და კომპიუტერული თამაშების დეველოპერი, ადამ პინკუსი, კრეატიული აღმასრულებელი დირექტორი,  ჯო საბია, Vogue-ს რუბრიკის ‘’73 Questions’’-ის შემქმნელი, ბაო ნგუენი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და პროდიუსერი, მოლი კრაბაპლი, ხელოვანი, ავტორი, სამგზის Emmy-ს ნომინანტი, გარი შტეინგარტი, ამერიკელი მწერალი და The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი.