15 და 16 ივნისს ჯი-თი მოტორსის ორგანიზებით და SOLO-ს გენერალური პარტნიორობით საქართველოში პირველი BMW M Experience გაიმართა. ღონისძიება სტუმრებს ბრენდის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას და BMW M-ის მოდელების კიდევ უფრო ახლოდან გაცნობას სთავაზობდა.
უნიკალირი ფაქტია, რომ სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა სარბოლო ტრასაზე ლიმიტირებული წარმოების BMW M5 CS და BMW M3 CS იხილეს, ასევე გამოსცადეს ისეთი მოდელები, როგორებიცაა - M2, M4, X5 M, X6 M და XM. ამ გამოცდილების მიღების პროცესში სტუმრებს BMW-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც კომპანიამ საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოიყვანა.
სტუმრებისათვის ორი დღის განმავლობაში გამართული ღონისძიება სარბოლო ტრასაზე ორ ძირითად აქტივობას მოიცავდა: Driving Experience-ს, რომლის დროსაც სტუმრებს შეეძლოთ თავად ემართათ BMW M-ის ავტომობილები, და Pilots Experience-ს - რა დროსაც საჭეს BMW-ს სერტიფიცირებული პილოტები მართავდნენ, თუმცა მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ სრულად შეეგრძნოთ M მოდელების შეუდარებელი პოტენციალი.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ავტომატური პარკირების, Launch & Brake და მანევრირების აქტივობებიც. ლაუნჯ ზონაში კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების მისაღებად ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუმრებს საბავშვო ზონა, ბრენდირებული აქსესუარების კუთხე და სხვადასხვა აქტივობები შესთავაზეს. ამასთან ერთად, ავტომობილების საექსპოზიციო სივრცეში დამთვალიერებლებმა BMW-ს მრავალფეროვანი სამოდელო რიგიც იხილეს.
ჯი-თი მოტორსმა BMW M Experience-ზე 3000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა და ორი დღის განმავლობაში წარმატებით გამართული ღონისძიების შედეგად კომპანიამ ავტოინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს BMW M-ის შესაძლებლობები ახლოდან გააცნო. მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ, რომ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად BMW M-ის ავტომობილები თავადვე გამოეცადათ, რაც თავის მხრივ საქართველოში ამ ბრენდის არსებობის განმავლობაში უნიკალური და ყველაზე მასშტაბური პრეცედენტია.
დაწერე კომენტარი