დახვეწილი დიზაინი, ჭკვიანი ტექნოლოგიები, კომპაქტური ზომა და 100%-ით ეკომეგობრული - ეს Volvo EX30-ია, შვედური ბრენდის სრულიად ახალი მოდელი, რომელიც „ვოლვო ქარ საქართველომ“ მომხმარებლებს წარუდგინა.შვედური ბრენდის ყველაზე კომპაქტური და სრულად ელექტრო SUV-ის პრეზენტაცია კომპანიის შოურუმში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალ ელექტრომობილს პირველები გასცნობოდნენ, შეეფასებინათ მისი შესაძლებლობები და დიზაინის სიახლეები.
EX30-ის პრეზენტაციას წინ უძღოდა ორიგინალური თიზინგკამპანია. ორი კვირის განმავლობაში თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ვოლვოს თეთრი, სკანდინავიური მინიმალიზმით გამორჩეული ინსტალაციები იყო განთავსებული და საზოგადოებას საინტერესო სიახლეზე მიანიშნებდა.წარდგენის დღეს კი შოურუმში იდენტური ინსტალაცია სტუმრებისთვის საზეიმოდ გაიხსნა და ვოლვო EX30 პომპეზურად წარდგა სტუმრების წინაშე. პრეზენტაციის პარალელურად გაიხსნა ქალაქის სხვადასხვა უბანში დადგმული ინსტალაციებიც, რომლებშიც EX30-ის სხვადასხვა ფერის მოდელი იყო განთავსებული.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვოს ახალი მოდელის, EX30-ის წარდგენისთვის განსხვავებული გზა ავირჩიეთ, რადგან გვსურდა, როგორც ჩვენი სტუმრებისთვის, ისე თბილისის მაცხოვრებლებისთვის საინტერესოდ შეგვეთავაზებინა ჩვენი სიახლე. სწორედ ამ იდეით შეიქმნა თიზინგკამპანია და ვფიქრობ, მას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ვოლვოს გამორჩეული ინსტალაციები ჩვენი მომხმარებლებისთვის უცხო არ არის, თუმცა ამჯერად განსხვავებული ფორმა ავირჩიეთ, ვეცადეთ ის მუხტი რაც ახალი ავტომობილის წარდგენას ახლავს მაქსიმალურად გაგვემძაფრებინა და მომხმარებლებში დადებითი მოლოდინი შეგვექმნა.
მთელი კამპანიის კულმინაცია კი პრეზენტაციის დღე იყო, როდესაც ჩვენს სტუმრებს ახალი მოდელი წარვუდგინეთ და დეტალურად გავაცანით მისი მახასიათებლები. ვფიქრობ, EX30-ის გამოჩენა ბაზარზე ძალიან საინტერესო სიახლე იქნება ქართველი მომხმარებლისთვის. ახალი მოდელი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და რაც ყველაზე მთავარია, EX30 სრულად პასუხობს ვოლვოს მთავარ ღირებულებებს - გახლავთ 100%-ით ეკომეგობრული და მისი მთლიანი ინტერიერი გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი“მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით Volvo EX30 შექმნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის ელექტრომობილს აქვს ციფრული გასაღების ფუნქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელს ხდის ავტომობილის სხვებთან გაზიარებას. ახალი მოდელისთვის შექმნილი აპლიკაცია მოიცავს ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მომსახურებას, დაწყებული დამუხტვით, დამთავრებული სავსე ავტოსადგომზე მანქანის პოვნით.
EX30 წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით. ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ-მდე 3.6 წმ-ს შეადგენს.
დაწერე კომენტარი