2017 წელს დაარსებული ინტერიერის დიზაინის სტუდიის, Offhand Practice-ის ფოკუსში ხშირად სივრცისა და ადამიანის ურთიერთობები ექცევა, რომელშიც სივრცე ინტერაქციის ენერგიის წყაროდ მოიაზრება და ფარული პოტენციალის აღმოჩენისკენ ისწრაფვის. Single Person Gallery შანხაიში განთავსებული ინტერიერის დიზაინის სტუდიის ბოლო პროექტია, რომელსაც გამოქვაბულის ესთეტიკა ახასიათებს. მიწიერი ინტერიერი იმ გამოცდილებას აღვიძებს, რომელიც გამოქვაბულში მოგზაურობას უკავშირდება.
დამოუკიდებელი გალერეა განსაკუთრებულია მასში წარმოდგენილი ვინტაჟური დიზაინის ობიექტებითაც, რომლებიც ტექსტურებით შექმნილი ინტერიერის ოთხ სხვადასხვა ოთახშია განაწილებული. Single Person Gallery-ის კიდევ უფრო საინტერესოს, სენსიტიურსა და მომხიბლავს ბუნებრივი სინათლე ხდის, რომელიც დღის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ინტენსივობითა და ფერთა გამით შემოდის გამოქვაბულში.
დაწერე კომენტარი