,,უბნის" საჯარო პროგრამის შემდეგი ღონისძიება მასპინძლობს ჩეხი არქიტექტორის ანა ბეატა ჰაბლოვას ლექციას თემაზე არა-ადგილები / non - places” ქალაქებში. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია ურბანისტ ელენე დარჯანიასა და არქიტექტორ დავით გიორგაძესთან ერთად.

nonpl_stories_ge.png 4.97 MB
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა ჩეხი არქიტექტორის, ურბანისტის და მწერლის ანა ბეატა ჰაბლოვას მოხსენებას, რომელიც გაგვიზიარებს მის ხედვას ქალაქების მარგინალურ სივრცეებზე -  უყურადღებოდ დარჩენილ, მიტოვებულ, გარდამავალ და შეუმჩნეველ ადგილებზე. ანნა ახასიათებს ქალაქების ,,არა-ადგილებს” - არა მხოლოდ მარკ ოჟეს გაგებით, არამედ ამ ნეოლოგიზშმი აერთიანებს ყველაფერს  რაც,  განსაზღვრული და დაგეგმარებული საჯარო სივრცისგან განსხვავდება.
02_Ostrava_Photo credit_Anna Beata Háblová.jpg 4.66 MB
„არა-ადგილები” სხვადასხვა მიზეზის  გამო არსებობს: ცუდად დაგეგმილი მშენებლობა, არასწორად შერჩეული ადგილმდებარეობა ან ლანდშაფტის სპეციფიკის უგულვებელყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილები ნაკლებად მიმზიდველია, ისინი საჯარო სივრცის პროგნოზირებადობისგან ერთგვარ გასაქცევ ადგილებად ფორმდებიან. არის თუ არა „არა-ადგილები” ქალაქების ბუნებრივი განვითარების ნაწილი თუ პირიქით, ისინი ჩვენი წარუმატებლობისა და უმწეობის შედეგია? - ანა ბეატა ჰაბლოვა        


ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია ურბანისტ ელენე დარჯანიასა და არქიტექტორ დავით გიორგაძესთან ერთად. მონაწილეები  ისაუბრებენ თბილისის ურბანული ლანდშაფტის, ქალაქის “არა-ადგილების”, საჯარო სივრცეების და იმ ადგილების სპექტრის შესახებ, რომლებიც ამ ორი ტიპის ტერიტორიებს შორის ზღვარს შლის. დისკუსია შეეხება იმ მიზეზებს, რომლებიც თბილისში “არა-ადგილების” სიმრავლეს განაპირობებს. ასევე, განხილულ იქნება ბოლო პერიოდის საჯარო სივრცეების რეაბილიტაციის  პროექტები: გუდიაშვილის მოედნის ტრანსფორმაცია ისტორიულ უბანში და მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტი მდინარე ვერეს ხეობაში. ორივე პროექტის არქიტექტორი დავით გიორგაძეა.


8 სექტემბერი, 2024

დასწრება თავისუფალია

ლექცია და დისკუსია ჩატარდება ინგლისურ ენაზე

           

____________________________


მონაწილეები:

abh colour_photo credit_Tomáš Vodňanský.jpg 1.85 MB
ანნა ბეატა ჰაბლოვა    

არქიტექტორი, ურბანისტი, მწერალი და ხელოვანი. მან  პრაღის არქიტექტურის ფაკულტეტზე დაამთავრა დოქტორანტურა, მუშაობდა Prague Institute of Planning and Development-სა და ამსტერდამის არქიტექტურულ სტუდიაში -  SeArch. ანნას  დაწერილი აქვს ოთხი პოეზიის კრებული, ორი წიგნი არქიტექტურის შესახებ: “Města zdí / Cities of walls - about shopping malls in cities და Nemísta měst / Non-places of cities - about neglected, ephemeral, temporary or virtual places.  მისი ტექსტები ითარგმნა სხვდასხვა ენაზე. ჰაბლოვას ნამუშევრები გამოფენილია ჩეხეთსა და ევროპის  გალერეებში. 

Elena Darjania.JPG 340.71 KB
ელენე დარჯანია

ურბანისტი, მკვლევარი და პედაგოგი, 14 წლიანი გამოცდილებით.ამჟამად ის ხელმძღვანელობს გუნდს, რომელსაც ევალება საქართველოს კლიმატზე ორიენტირებული და ინტეგრირებული მუნიციპალური საინვესტიციო ინსტრუმენტებისა და პროტოკოლების ხელახალი შემუშავება. ელენეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძო სექტორსა და აკადემიაში მუშაობის, პოლიტიკის ფორმულირების, ურბანული ინოვაციებისა და გამოყენებითი კვლევების სფეროში. პროფესიული პრაქტიკის გარდა, ელენე ატარებს არქიტექტურის აზროვნების კლასს თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) ფაკულტეტზე.

David Giorgadze.JPG 30.22 KB
დავით გიორგაძე

არქიტექტორი. იგი მუშაობს თბილისში, სადაც 2011 წელს წამოიწყო საკუთარი არქიტექტურული პრაქტიკა. მისი საქმიანობა მოიცავს ექსპერიმენტულ-ანალიტიკური მიმართულებით მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას. დავითი ამჟამად ასწავლის თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) ფაკულტეტზე.


____________________________


პროექტის პარტნიორები:

პროექტი მხარდაჭერილია ჩეხეთის ცენტრი თბილისის მიერ.


თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი”
„უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფოკუსია თბილისი, მასზე დაკვირვება და მისი არქიტექტურის  და ბუნებრვი მახასიათებლების კვლევა.  


 ____________________________


მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: i[email protected]

Facebook  Instagram  LinkedIn
www.ubani.center