ზაფხულში დაგეგმილ მოგზაურობამდე დღეებს ყველა მოუთმენლად ვითვლით. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ვითარება აქამდე შეჩვეული რეალობისგან განსხვავდება, ზაფხულის მოგზაურობისა და დასვენებისთვის მაინც უამრავი ადამიანი ემზადება. ჟურნალი Hammock კი გირჩევთ ისეთ საინტერესო, კონცეპტუალურ თუ გამოსადეგ ნივთებს, რომლებიც, ზოგადად, ზაფხულსა და ამ პერიოდში დაგეგმილ “ვოიაჟს” უფრო ფერადსა და განსხვავებულს გახდის.
Buyers
დამეთანხმებით ალბათ, რომ ზაფხულის ერთ-ერთი განუყრელი აქსესუარი ლამაზი და საინტერესო ფორმის საცურაო კოსტიუმებია. კონცეპტუალურ მაღაზია Buyers-ში საცურაო კოსტიუმების მრავალფეროვანი არჩევანია და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უკვე სანაპიროზე გასარუჯად მზად ხართ, ვფიქრობ, დათვალიერებისას ერთი საცურაო კოსტიუმის შეძენა მაინც მოგინდებათ.
The Why Not Gallery
სკეიტბორდის მოყვარულებისთვის The Why Not Gallery-ს საჩუქრების მაღაზიაში ძალიან საინტერესო სიახლეს აღმოაჩენთ. ფოტოგრაფ საბა გორგოძის სკეიტბორდის დაფები, რომლებიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით შეიქმნა, ზაფხულს კიდევ უფრო ხალისიანსა და ფერადს გახდის. მის შეძენას გალერეის ვებგვერდიდან შეძლებთ.
Black Dog Shop
ზაფხული მოგზაურობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. Black Dog Shop-ის მაისურების ახალი კოლექცია კი თითოეულისთვის დამახასიათებელი ასო-ნიშნით განსხვავებულ სამოგზაურო შთაბეჭდილებას შეგიქმნით. გირჩევთ, ეწვიოთ კონცეპტუალურ მაღაზიასა და სტუდიას - Black Dog Shop-ს და თავად შეარჩიოთ მრავალფეროვანი ხასიათის სიტყვა ახალი კოლექციიდან.
They Said Books
ვიმ ვენდერსის ფილმის - Paris, Texas-ის შთაგონებით შექმნილი წიგნი ისეთივე გასაოცარი და შთამბეჭდავია, როგორც თავად ფილმი. ვფიქრობ, ეს წიგნი ერთ-ერთი განსაკუთრებული საჩუქარი იქნება, რომელიც კინოს მოყვარულმა ადამიანმა შეიძლება ინატროს. მის შეძენას They Said Books-ში, ახვლედიანის 10 ნომერში შეძლებთ.
Takashi Murakami x PANGAIA
იაპონელი არტისტის, ტაკაში მურაკამისა და გლობალური ეკომეგობრული ტანსაცმლის ბრენდის, PANGAIA-ს ახალი ერთობლივი კოლექციის შეძენა უკვე შესაძლებელია. პროექტი ფუტკართა გადარჩენას ემსახურება, რომლებიც COVID-19-ის პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდნენ. გარდა იმისა, რომ კოლაბორაცია მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება, კოლექციისთვის შექმნილი ნივთები ტაკაში მურაკამის ცნობილი ყვავილების პრინტითაა გაფორმებული, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის გამორჩეული საჩუქარი იქნება. მის შეძენას stockx.com-ის ვებგვერდზე შეძლებთ.
Timex
Timex-ის arcade game-ით შთაგონებული საათი, რომელიც 80-იან წლებსაც მოგვაგონებს, წელს საკმაოდ ტრენდული საჩუქარია. მის შეძენას ბრენდის ვებგვერდზე შეძლებთ.
Ceramic Studio 1300
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც Ceramic Studio 1300 არატრადიციული ფორმებისა და ფერების კომბინაციით შექმნილ ნივთებს გვთავაზობს, რომლებიც ზაფხულის ჰაეროვან ესთეტიკას განსაკუთრებით უხდება. ზარდახშებისა თუ ხელნაკეთი შამოტის ჯამების შეძენას ფაბრიკაში, Ceramic Studio 1300-ის მაღაზიაში შეძლებთ.
Plant Shop
თუკი ჯერ სათანადოდ ვერ გაამწვანეთ საკუთარი სივრცე, გირჩევთ Plant Shop-ის ონლაინ ვებგვერდს ეწვიოთ. გარდა იმისა, რომ აქ თქვენთვის სასურველ, ულამაზეს მცენარეებს შეარჩევთ, ასევე შესაძლებლობა გაქვთ, ქოთნები თუ მებაღეობისთვის საჭირო სხვა აქსესუარები დაათვალიეროთ. Plant Shop-ში შერჩეული საჩუქარი მცენარეების მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს გაახარებს.
Vodcast Records
ცოტა ხნის წინ Vodcast Records-მა პანდემიის დროს საქართველოში მცხოვრები ელექტრონული მუსიკოსების მხარდასაჭერად კრებული შექმნა, რომლის რეალიზაციიდან შესული თანხის 100% მუსიკოსებს გადაეცემათ. ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ეს კრებული, რომელიც 21 ქართველი მუსიკოსის ტრეკს აერთიანებს, ნამდვილად გამორჩეული საჩუქარი გახდება. მის შეძენასაც Vodcast Records-ის ვებგვერდზე შეძლებთ.
Acne Studios
Acne Studios-ს ფერადი პერანგი, როგორც ზაფხულის რეტრო მოგზაურობის სიმბოლო, ვფიქრობ, წლევანდელი სეზონისთვის ნამდვილად საინტერესო და ორიგინალური საჩუქარი იქნება. მის შეძენას ბრენდის ვებგვერდზე შეძლებთ.
დაწერე კომენტარი