სამი ბრენდის სრული სამოდელო რიგი და საავტომობილო სერვისი ერთ მისამართზე - Tegeta Cars_ის ახალი ინტეგრირებული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. საავტომობილო კომპლექსი Tegeta Cars-ში შემავალ კომპანიებს: Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს. მულტიბრენდული შოურუმი მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული, სადაც სრული საავტომობილო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. პრეზენტაციისათვის თბილისში ჩამოვიდნენ Geely-სა და Mazda-ს წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი და Mazda Global-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გენერალური მენეჯერი მასამი იანაგავა.ორსართულიანი შოურუმი მულტიბრენდულია და ოფიციალური გახსნის ცერემონიაც შესაბამისად დაიგეგმა: ღონისძიებაზე სამი ქვეყნის კულტურა გაცოცხლდა. სიმბოლურად ამომავალი მზის ინსტალაციით წარუდგინეს სტუმრების იაპონური ბრენდი Mazda. წინსვლა, მოძრაობა, მომავალი, მდგრადობა - ჩინური ავტოგიგანტის, Geely-ს მოტო კი იეროგლიფებით გამოსახეს.აღმოსავლური მოტივებისაგან სრულიად განსხვავებული სივრცე დახვდათ მოწვეულ სტუმრებს შოურუმის მეორე სართულზე, რომელიც Auto Gallery-ს ეთმობა. კომპანია, ელექტრომობილებთანერთად წარმოადგენს მოტოციკლეტებისა და off-road ტექნიკის ისეთ ამერიკულ ბრენდებს, როგორიცაა Indian-ი და Polaris-ი. სწორედ ამ ბრენდების კონცეფციის გათვალისწინებით შენობის ეს ნაწილი ამერიკული კულტურის ელემენტებით გაფორმდა.ელლა კამლაძე, მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „Tegeta Cars-ის ახალი საავტომობილო შოურუმის მთავარი მიზანი მომსახურების მაქსიმალურად გამარტივება და მომხმარებლისათვის განსხვავებული გამოცდილების შეთავაზებაა. ამ იდეას მოვარგეთ შოურუმის გახსნის ცერემონიალი და ერთ სივრცეში თავი მოვუყარეთ იმ დეტალებსა და მახასიათებლებს, რომლებიც თითოეული ამ ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს. Mazda-ს სივრცე ამომავალი მზის ინსტალაციით წარმოვაჩინეთ, რომელიც იაპონური კულტურის მთავარი სიმბოლოა. ბრენდი, რომლის ისტორიაც საუკუნეზე მეტს ითვლის, ხელოვნებისა და კულტურის აქტიური მხარდამჭერია. ჩინური კულტურის ელემენტებით, წარმოვადგინეთ ბრენდი Geely. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდათ მითოლოგიური დრაკონის პერფორმანსი. სრულად განსხვავებული სივრცე შევქმენით Auto Gallery-ში. Off-road-თან მიახლოებული გარემო, ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებისათვის, ვფიქრობთ, მიმზიდველი აღმოჩნდა“.საექსპოზიციო დარბაზებთან ერთად გახსნის საზეიმო ცერემონიისთვის შესაბამისად დაიტვირთა ავტოსერვისისათვის გამოყოფილი სივრცე, რომელიც მუსიკალურ პერფორმანსს დაეთმო.Tegeta Cars-ის შოურუმის გახსნის ღონისძიება სალიზინგო კომპანიების: Tegeta Leasing-ის, TBC Leasing-ის, სადაზღვეო კომპანიების: TBC Insurance-ის, Aldagi-ის პრემიუმ დაზღვევა პრიმო-ს, დეველოპერული კომპანია Idea Development-ისა, მზის პანელების კოპანია Shine Energy-ის, კომპანია GD Alco_სა და „სარაჯიშვილის“ მხარდაჭერით გაიმართა.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Carsბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, Polaris, Indian, - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
დაწერე კომენტარი