ფრანგული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერა, ვერსალის სასახლე, რომლის ისტორია 337 წელზე მეტს ითვლის, კვლავაც აგრძელებს თანამედროვე ეპოქისთვის ფეხის აწყობას და ამჯერად თავის სივრცეში 23 მაისს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს გვთავაზობს.
ლუი IV-ს სასახლე თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა, 2008 წლიდან მისი კარი ისეთი თანამედროვე ხელოვანებისთვის გაიღო, როგორებიც ანიშ კაპური, ოლაფურ ელიასონი და ჰიროში სუგიმოტო იყვნენ. რაც შეეხება ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, ის პირველად შარშან გაიმართა. იქ მისულმა მსმენელმა Breakbot x Irfane, Busy P, Myd, So ME და Ed Banger Records label-ის ოთხი DJ იხილა.
წელს კი ფესტივალი, რომელიც მარია ანტუანეტას გრანდიოზული წვეულებების თანამედროვე გამოძახილია, ისეთ მუსიკოსებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან Justice, L'Impératrice და Kittin x Busy P.
დაწერე კომენტარი