Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად წარმოგიდგენთ იმ გამოფენების და ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებსაც მიმდინარე კვირაში შეგიძლიათ დაესწროთ.

The why not gallery - ცეცხლოვანი დრაკონები და კრისტალები


The why not gallery სითი მოლთან ერთად ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებთან  კოლაბორაციას გვთავაზობს და  თეკლა კიღურაძის, ანკა ბოჭორიშვილის, გვანცა ჯიშკარიანის, ანი გურაშვილის, სალომე ჯოხაძის, ანა ჯიბლაძის, ქეუ მეფარიშვილის, ანასტასია ახვლედიანისა და ხატია ჩიტორელიძის ნამუშევრებს პრინტების სახით სხვადასხვა ქსოვილზე წარმოგვიდგენს. კოლაბორაცია ეხმიანება The why not Gallery Gift Shop-ის მთავარ საქმიანობას და ამავდროულად, შერჩეული ხელოვანების შემოქმედებას განსხვავებულ რაკურსში გვიჩვენებს. 

ნამუშევრები 16 ივლისს სითი მოლის პრემიუმსივრცეში იქნება წარმოდგენილი.

ტყის ჭრა, ტაძრის შენება - შოთიკო აფციაურის გამოფენა


"ტყის ჭრა, ტაძრის შენება" - ასე ჰქვია შოთიკო აფციაურის გამოფენას, რომელსაც ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმთან კოლაბორაციაში "პროპაგანდა" წარმოგვიდგენს. "ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი ოთახი ესთეტიკურად დატვირთულ ინსტალაციათა ერთობლიობას მასპინძლობს. სანთლები, საკრალური გეომეტრია, ბრმა ფიტულები - დაბურული ტყე და ბაზილიკის კონსტრუქცია თითქოს კავკასიის პაგანური კულტურებიდან აღმოცენებული სპირიტული რიტუალისთვის ქმნის სცენას, მაგრამ, ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, სივრცის პოლიტიკაზე, საწარმო ინდუსტრიებსა და ეკოლოგიურ პოლიტიკაზე გვიყვება. არტისტი თავად მუზეუმში არსებულ, ფართო მაყურებლისთვის ჯერ არნახულ ექსპონატებსაც იყენებს; ის ერთ ვიზუალურ წინადადებაში აერთიანებს ქართულ მოდერნიზმს, პოსტმოდერნული თამაშების ნიმუშებს, ხალხურ ისტორიულ არტეფაქტებსა და საბჭოთა სოცრეალისტურ არქივსაც",  - ვკითხულობთ გამოფენის აღწერაში, რომელიც 19 ივლისს გაიხსნება და 25 სექტემბრამდე გასტანს. გამოფენის მხატვრული კონსულტანტი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი არტისტი, თეა ჯორჯაძეა. ბერლინში მოღვაწე ჯორჯაძე პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც ნიუ- იორკის MOMA-სა და Documenta-ზე გამოიფინა.

Patara Gallery - ორი უტოპია სამი სკულპტურით ანგელოზების შესახებ


პატარა გალერეა გვანცა ჯიშკარიანისა და დავით აფაქიძის კურატორობით წარმოგვიდგენს ჟენევიენ გოფმანისა და გიორგი თარგამაძის გამოფენას, სახელწოდებით "ორი უტოპია სამი სკულპტურით ანგელოზების შესახებ”. ორი ხელოვანის სხვადასხვა მედიუმში, მასალაში და მხატვრულ ხერხებში წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა კულტურის დროებითობას, ბუნებრივი პროცესების ციკლურობასა და მარადიულობას უსვამენ ხაზს.  გამოფენა 11 ივლისს გაიხსნა და მისი მომდევნო დღეებში ხილვა წინასწარი შეთანხმებითაა შესაძლებელი.

სუფთა ხელები 


17 ივლისს ინგოროყვას 16 ნომერში პროექტი „სუფთა ხელები“ გაიმართება. “სუფთა ხელები” ლიმიტირებული რაოდენობის საკოლექციო გამოცემაა, რომელიც 10 ხელოვანის მიერ შექმნილ 100  ნამუშევარს 10 ყუთად კრავს.

თითოეული ყუთი უნიკალურია. 10 მხატვრის შერეულ ნამუშევრებთა შორის დიალოგი, მიუხედავად მათი განსხვავებული ხასიათისა ერთ მთლიანს ქმნის, რომელიც გარდა თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთჯერადი საკოლექციო სკივრისა, ასევე პანდემიის დროის დოკუმენტს წარმოადგენს. 

ლუკა აქიმიძე 

ნატო ბაგრატიონი

გიორგი გელაძე 

მარიამ კალანდაძე 

სოფო კობიძე

ნინო საკანდელიძე

გიო სუმბაძე

სალომე ჩიგილაშვილი

ვატო წერეთელი

თორნიკე ჭაფოძე

პროექტის ავტორი: ნინო საკანდელიძე

მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი


საქართველოს ეროვნული მუზეუმი სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network-თან ერთად 6 ივლისიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში ქართველი მოდერნისტი მხატვრის, იოსებ გაბაშვილის გამოფენას წარმოგვიდგენს. გამოფენა გააერთიანებს ოთხი ათწლეულის განმავლობაში - 1920-იანი წლებიდან 1950-იანი წლების ჩათვლით -  სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ავტორის 200-მდე ნამუშევარს: ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, კინოსა და თეატრის მხატვრობა. ეროვნული გალერეის მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება წიგნი - „იოსებ გაბაშვილი“, რომელიც აერთიანებს მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს და საარქივო მასალას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა.

Ciskari Garden: Ndrx, Newa, Yanamaste, Zitto


საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, Ciskari Garden-ის პლატფორმა ზაფხულის სერიებს თბილისის ტექნოსცენის გავლენიანი და წარმატებული არტისტების ოთხეულით ხსნის და 7 ივლისს თავის სივრცეში NDRX-ს, NEWA-ს, YANAMASTE-სა და ZITTO-ს მასპინძლობს.

Mzesumzira - ამო ისუნთქე


17 ივლისს “მზესუმზირა” დიდხნიანი პაუზის შემდეგ ახალ სეზონს ხსნის.  ფესტივალის მასპინძელი იქნება ეზო,  საღამოს Line up კი ასე გამოიყურება:

eZo:

Dr. Emmett Brown

Frankie Beatnik

Kura

Levi Love Disco

Sumo

kOsmOs:

Ako Von Untenn

Audio Space

Berika

Kdema • კდემა

RATI

Uvaha EzL:

Alfreda Stieglitz

Radio Grue

DAISI Open Space Opening at Kus Tba


18 ივლისს ბარი Daisi კუს ტბაზე ახალ სივრცეს ხსნის, სადაც მოწვეული არტისტები: Sophie Phare,Khvedeliani, Kote Japaridze და Zurkin  მსმენელს თავიანთ შემოქმედებას გაუზიარებენ. 

Cavea Drive in - ივლისი ლისზე


Cavea drive in-ის  ეკრანზე ივლისში მაყურებელს კარგად ნაცნობი ლეგენდარული ფილმების კიდევ ერთხელ “გადამეორების” შესაძლებლობა ექნება.

ლა ლა ლენდი, ფორსაჟი: ჰობსი და შოუ, მამა მია 2, მწვანე წიგნი, ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია, მატრიცას ტრილოგია, ნოლანის სამაგიდო ფილმები: ბეტმენის ტრილოგია, INCEPTION, ინტერსტელარი, WONDER WOMAN, ვარსკვლავის დაბადება, F Saga... ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ლისის ტბაზე მაყურებელი ივლისში ნახავს.