თბილისში მდებარე თანამედროვე ხელოვნების გალერეებში რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი ჯგუფური თუ პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს, რომლებზეც სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აღმოაჩენთ. გიზიარებთ მიმდინარე გამოფენებს, რომლებსაც უნდა ესტუმროთ. 

გალერეა Window Project 25 ოქტომბრამდე მულტიდისციპლინური ხელოვანის, ანდრო დადიანის სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრების გამოფენას წარმოადგენს. გამოფენა, ერთი მხრივ, პიროვნული დასუსტების, მეორე მხრივ, დიდი, მეტაფიზიკური ენერგიების მოხმობის, ბუნებისკენ მიტრიალების პირადი მანიფესტია. გამოფენის მთავარი ნაწილია ინსტალაცია ზ. ფალიაშვილის „დაისიდან“, რომლის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი.

Gallery Artbeat-ში 25 ოქტომბრამდე შესაძლებლობა გაქვთ ჯგუფურ გამოფენას დაესწროთ, რომელსაც "მდელო ნადავლისთვის" ეწოდება და Tatjana Pieters Gallery-სთან თანამშრომლობით შედგა. გამოფენა აერთიანებს ანა გზირიშვილის, ნინა კინწურაშვილისა და შარლ დეიჟიტერის ნამუშევრებს და ეფუძნება მრავალშრიან ნარატივს, რომელიც სიმბოლურ დონეზე იკვლევს ბუნებრივსა და ადამიანურ ფორმებს შორის კომპლექსურ ურთიერთმიმართებას. 2025 წლის მარტში გამოფენის მეორე ნაწილს უმასპინძლებს Tatjana Pieters-ის გალერეა.

IMG_4838.jpeg 346.58 KB
The Why Not Gallery თამარა ლორთქიფანიძის სოლო გამოფენას, სახელწოდებით “ცრემლებს არ აინტერესებს ვინ ტირის” მასპინძლობს, რომელიც 18 ოქტომბერს გაიხსნა და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ხელოვანი ქმნის ეთერულ ნარატივს, რომელიც აერთიანებს ადამიანის ემოციების სიფაქიზესა და მწუხარების უნივერსალობას და წარმოადგენს ლურჯ ტონებში შესრულებულ ფერწერული ნამუშევრების სერიას.
IMG_4951.jpeg 219.86 KB
“დიდი სპილოს მოკლე და პატარა ჭიანჭველას გრძელი ამბავი” - ასე ჰქვია ლიზა კვანტალიანის მიმდინარე პერსონალურ გამოფენას, რომელსაც CH64 Gallery მასპინძლობს და ხელოვანის ფერწერას წარმოადგენს. ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრები გალერეაში 25 ოქტომბრამდე იქნება გამოფენილი. 
462964980_18112068463421206_6621311054526918371_n.jpg 113.7 KB
ე.ა საგამოფენო სივრცეში 22 ოქტომბერს გაიხსნა ჯგუფური გამოფენა, სახელწოდებით "ქიმერას მემორიალი", რომელშიც ხელოვანები ქეუ მეფარიშვილი და ჰუსეინ შიხა მონაწილეობენ. მათი ნამუშევრების მონახულებას დამთვალიერებლები 1 თვის განამვლობაში, 22 ნოემბრამდე შეძლებენ. 
IMG_4849.jpeg 608.08 KB
ილია ჭავჭავაძის 41-ში მდებარე პატარა გალერეა მასპინძლობს ზუ კალინოვსკას პირველ პერსონალურ გამოფენას საქართველოში. გამოფენა სახელწოდებით - "აკრაჭუნე კბილები", რომლის სპონსორია ქალთა ფონდი საქართველოში, 5 ოქტომბერს გაიხსნა და  27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მთავარი ნამუშევარი არის ნამდვილი კარტოფილისა და დელიკატური მინის ყლორტების კომბინაცია და გვთავაზობს შრომის, სილამაზისა და ადამიანის სისუსტეების შესწავლას ხელოვანის თვალთახედვით.