შავი პარასკევი ჩემთვის ახალი წლის მოახლოებასთან ასოცირდება, ახალი წელი კი სიახლეებს და ახალ მიზნებს უკავშირდება.  ჩემი ექსტრას სურვილების სია კი სწორედ იმ ნივთებისგან შედგება, რომლებთან ერთადაც შევძლებ პოზიტიურად და უფრო მოტივირებულად დავიწყო ახალი წელი. 


შეგახსენებთ, რომ ექსტრაზე თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შეგიძლიათ, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 30%, ჯამში - მაქსიმუმ 200 ლარი. 

blog-07.png 200.11 KB
BIALETTI Brikka ყავის მადუღარა - ჩემი ყოველი დილა იწყება ყავით. განსაკუთრებულად გემრიელი და არომატული ყავა კი იტალიური ყავის მადუღარათი კეთდება. მსურს ეს სიამოვნება ჩემი ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციო.
blog-06.png 486.7 KB

  1. პროფესიონალური სამხატვრო ნაკრები Kooh-i-noor - ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩანახატების კეთება და იდეების ვიზუალური გადმოცემა ყოველთვის მეხმარება შემოქმედებით პროცესში, Koh-I-Noor-ის ფანქრები კი უკვე წლებია ჩემთვის შეუცვლელია.
    blog-08.png 460.94 KB
  2. FABRIANO SCHIZZI ალბომი ჩანახატებისთვის A4 - ფაბრიანოს ჩანახატების ალბომს ასევე წლებია ვიყენებ. ამ ფურცლებზე დახატულმა ჩემმა ძალიან ძველმა ჩანახატებმაც კი შეინახეს თავიანთი პირვანდელი იერსახე. ასეთ ხარისხიან ფურცელზე ხატვა კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მუშაობის პროცესს.
    blog-04.png 400.87 KB
  3. ZWILLING Staub თუჯის ქვაბი 3.2 ლ - ბოლო დროს ძალიან გამიტაცა კულინარიამ და უფრო დავაფასე ხარისხიანი და გამძლე ჭურჭელი. Staub-ის თუჯის ქვაბის უპირატესობა ისაა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სიმხურვალესაც და კერძის არომატსაც. ყველაფერთან ერთად ძალიან ესთეტიკურია.
    blog-02.png 158.57 KB
  4. OAKLEY Fall Line L Matte White სათხილამურო სათვალე - ზამთრის დადგომა ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს ავტომატურად სათხილამურო სეზონის მოახლოებას ნიშნავს. წელს ძალიან მინდა ახალი სათვალის შეძენა, Oakley-ს სათვალეები კი უზრუნველყოფს კარგ ხედვას ნებისმიერ ამინდში.
    blog-10.png 235.81 KB
  5. Exploding Kittens სამაგიდო თამაში - მეგობრებთან ერთად მთაში ყოფნა წარმოუდგენელია სამაგიდო თამაშების გარეშე. Exploding kitten-ს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სამაგიდო თამაშია და ძალიან გამიხარდა, რომ ექსტრაზე ვიპოვე.
    blog-03.png 173.9 KB
  6. La Roche-Posay ციკაპლასტი - ბალზამი 40 მლ - ეს პროდუქტი უკვე წლებია ჩემი სახის მოვლის რუტინის აუცილებელი კომპონენტია და მსურს 2025 წელსაც ასე გაგრძელდეს. ციკაპლასტის ბალმი სიცივისა და სიმშრალისგან დაზიანებულ კანს აღადგენს და ამშვიდებს.
    blog-09.png 194.06 KB
  7. K18 Molecular Repair Hair 30მლ თმის ზეთი  - k18-ის აღმდგენ თმის ზეთზე არაერთი დადებითი შეფასება წავიკითხე, როგორიც არის თმის ძირების გაძლიერება, დარბილება და ბუნებრივი ბზინვარების მინიჭება. შესაბამისად, მსურს, 2025 წელს საკუთარი თავზეც გამოვცადო ეს პროდუქტი.
    blog-05.png 283.58 KB
  8. Apple AirPods Max Space Gray ყურსასმენი - მუშაობის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუტინულ საქმეს ვაკეთებ, ძალიან მიყვარს პოდკასტების ან მუსიკის მოსმენა. ეს პატარა რიტუალი მეხმარება ვიყო უფრო პროდუქტიული და ვფიქრობ, ეფლის ყურსასმენები, რომელსაც ხმაურის ჩახშობის ტექნოლოგია გააჩნია, კიდევ უფრო დამეხმარება ამ პროცესში.

blog-01.png 382.19 KB

  1. თერმო-ბოთლი Hydro Flask S18SX464 -  წყლის დალევა უდიდეს როლს თამაშობს ორგანიზმის ჯანმრთელობაში და სწორედ ამიტომ, მისი რეგულარულად მიღება ჩემთვის ახალი წლის მთავარი პრიორიტეტია. ყოველთვის მავიწყდება დავლიო საჭირო რაოდენობის სითხე და ვფიქრობ, Hydroflask-ის ბოთლი დამეხმარება ეს დღის ახალ ჩვევად ვაქციო.