გთავაზობთ ჩემ მიერ ამორჩეულ ნივთებს dressup.ge-ზე.
შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტის Black Friday-ს შეთავაზების ფარგლებში დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 200 ლარს 100-ზე მეტ შერჩეულ ობიექტში, მათ შორის, Dressup-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებშიც.Calvin klein-ის ეს შარვალი განსაკუთრებით მომწონს. კონკრეტულად ეს სტილი კი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, შეგიძლია მოუხდინო როგორც კლასიკურ ჩაცმულობას, ასევე ყოველდღიურ basic სტილს. Dickies ქურთუკი ყოველდღიურად ძალიან გამოსადეგია. ზოგადად მომწონს ეს ბრენდი და ბევრი პროდუქტი მაქვს, რომელსაც კარგად ვიყენებ. ამ ბრენდში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ძალიან დახვეწილია და ყველანაირი არჩევანია - როგორც სპორტული, ასევე კლასიკური და ყოველდღიური. მე Lacoste-ს ამ მოსაცმელს გამოვარჩევდი.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი მეუღლე ჩოგბურთელია, ძალიან მიყვარს ეს სპორტი და ხშირად ვთამაშობ, შესაბამისად, მიყვარს კომფორტულად ჩაცმა. Adidas-ის ეს მაისური კარგი ვარიანტია კორტებზე ჩასაცმელად.ჩემი საყვარელი ფერი. Selected Femme-ს ეს მოდელი გამორჩეულად მომწონს, რადგან დგომაც და ფერიც ვფიქრობ, რომ იდეალურია. *Y.A.S-ის ულამაზესი პულოვერი, რომელსაც მოვუხდენდი როგორც ჯინსს, ასევე კლასიკურ შარვალს, იდეალურია საშემოდგომოდ თხელი მოსაცმელის შიგნით.ჩემი საყვარელი აქსესუარი წინდებია. განსაკუთრებით მიყვარს მსგავსი დეტალებით (წვრილი კანტით ან რამე მინიდეტალით აღნიშნული). Birkenstock-ის ეს მოდელი ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია როგორც სახლში, ისე გარეთ.
დაწერე კომენტარი