ციფრული მარკეტფლეისი ფაბერი უკვე ერთ წელზე მეტია არსებობს საქართველოს ბაზარზე და უკვე 60 000-მდე მომხმარებელი ყავს. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს გაყიდოს ან იყიდოს მისთვის სასურველი ტანსაცმელი, ფეხსამცელი, აქსესუარები და სილამაზის პროდუქტები.
აპლიკაციაში მეორადი და Luxury ნივთების გარდა მრავლად შეხვდებით ქართველი დიზაინერებისა და ქართული ბრენდების კოლექციებს საუკეთესო შეთავაზებებით.
განსაკუთრებით აქტუალურია ქართველი დიზაინერების პროდუქცია, რადგან ლოკალური მომხმარებლებისთვის ფაბერზე მათი შეძენა ექსკლუზიურად 50-70% იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.
სწორედ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, დაიბადა იდეა შექმნილიყო ლიმიტირებული კოლექცია Phubber X Dalood კოლაბორაციით, რომელიც ძალიან მისაღებ ფასად მხოლოდ ფაბერის მომხმარებლებისთვის იქნება წარმოდგენილი.
კოლექცია #WearYourSign ჰოროსკოპის თემაზე შექმნილი საზაფხულო მაისურებია. კოლაბორაციის ფარგლებში მომხმარებელს აქვს საშუალება ატაროს თავისი ზოდიაქოს ნიშნით მაისური და ამავდროულად სხვადასხვა სასაცილო და საინტერესო ინფორმაცია აღმოაჩინოს საკუთარ ნიშანზე.
Phubber X Dalood ლიმიტირებული კოლექცია 15 ივლისიდან იქნება გაყიდვაში ფაბერის პლატფორმაზე და უფასო მიწოდების სერვისი მოქმედებს მთელ საქართველოზე.
დაწერე კომენტარი