1978 წლის რანდალ კლეისერის ფილმ Grease-ში გულგატეხილი ჯონ ტრავოლტას დრამატული სცენა Drive-In კინოთეატრის ატმოსფეროში შექმნილი ერთ-ერთი საკულტო მომენტია, თუმცა მისი ისტორია ბევრად ადრე, 1910-იანი წლებიდან იწყება.
პირველი Drive-In კინოთეატრი Theatre de Guadalupe ნიუ-მექსიკოში 1915 წელს გაიხსნა, სადაც მაყურებელმა გერმანელ-ამერიკელი რეჟისორის, ზიგმუნდ ლუბინის ფილმი Bags of Gold იხილა. კინოთეატრი ნიუ-მექსიკოში ერთ წელიწადში დაიხურა, თუმცა 1933 წელს რიჩარდ ჰოლინშიდმა იდეა დააპატენტა და Drive-In კინოთეატრის პირველ დამფუძნებლადაც იქცა. ნიუ-ჯერსიდან დაწყებული Drive-In კინოთეატრის კულტურა მალე ამერიკის უამრავ შტატს მოედო და საერთაშორისო დონეზეც კი გავრცელდა.
მას შემდეგ უამრავ ქვეყანაში გაიზარდა Drive-In კინოთეატრის პოპულარობა, რომელიც ხშირად ოჯახურ თუ მეგობრების შეკრებებთან, სუფთა ჰაერზე განტვირთვასთან და საყვარელი თუ ახალი ფილმის სასიამოვნო ატმოსფეროში ნახვასთან ასოცირდება. წელს ღია ცის ქვეშ გამართული აქტივობები კიდევ უფრო მომხიბლავი და მოთხოვნადი გახდა, რამაც მივიწყებული ტრადიციების აღდგენასა და ახალი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას შეუწყო ხელი. ამ მიმართულებით არც ქართული საზოგადოება გახდა გამონაკლისი და 9 ივლისს თბილისში კავკასიის რეგიონში პირველი Drive-In კინოთეატრი გაიხსნა. ეს ამბავი თიბისი სტატუსის გუნდსაც არ გამორჩენია და ის მის მომხმარებლებს tkt.ge-ზე შეძენილი ბილეთის საფასურის 20%-იან ქეშბექს სთავაზობს.
Cavea Drive-In Lisi-ის პირველი კინოჩვენება ლისის ტბასთან, ახალ იპოდრომზე გაიმართა, სადაც რეჟისორ უტა ბერიას სადებიუტო ფილმის, “უარყოფითი რიცხვების” პრემიერა შედგა. ამასთან, ღონისძიებაზე ერეკლე დეისაძის ბენდის ლაივკონცერტიც გაიმართა, რამაც ქართული Drive-In კინოთეატრის დასამახსოვრებელი დასაწყისი განაპირობა.
მანქანების კინოთეატრი ორეტაპიან პროექტს გეგმავს, რომელიც მაყურებელს ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს. სანამ მსოფლიო კინოინდუსტრია შეფერხებით მუშაობს, “ივლი ლისზე” საკულტო ფილმებისა და ბოლო დროის პოპულარული ჰიტების დიდ ეკრანზე დაბრუნებას მიეძღვნება. რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, “პრემიერები ლისზე” აგვისტოსა და სექტემბერში ისეთი ჩვენებების გამართვას გეგმავს, როგორებიცაა კრისტოფერ ნოლანის “ტენეტი”, “ჩუმი სახლი 2”, “მულანი”.
ღია ცის ქვეშ, ლისის სიგრილეში, მყუდროდ, საკუთარი მანქანიდან ფილმის ყურება ზაფხულის ცხელი დღეების სასიამოვნო განტვირთვის ალტერნატივად უკვე იქცა. თუმცა უფრო მეტი მხიარულებისთვის Cavea Drive-In Lisi-ის გუნდი მაყურებლებს დამატებით აქტივობებსაც სთავაზობს, რაც Drive-In-ზე არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ სხვა გასართობი შოუების სახით იქნება წარმოდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ პოპკორნის გარეშე ფილმის ყურება წარმოუდგენელია, Drive-In-ის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბარიც. კინოს ჩვეული მენიუს გარდა, თქვენი საყვარელი ფილმის ყურებისას შესაძლებლობა გაქვთ უგემრიელესი ბურგერი და ჰოთ-დოგიც დააგემოვნოთ.
როგორც ამბობენ, მოყოლილს ნანახი ჯობს, ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ Drive-In კინოთეატრში, გირჩევთ მალე დაგეგმოთ ვიზიტი ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო კინოჩვენებაზე.
დაწერე კომენტარი