პეტრა კოლინსი ნიუ-იორკში მცხოვრები კანადელი ხელოვანია, მისი მთავარი მედიუმი ფოტოგრაფიაა, თუმც ის ამავდროულად რეჟისორი, კურატორი და ყოფილი მოცეკვავეა.
პეტრას ფოტოები სავსეა მაგიური სიუჟეტებით, რომლებშიც აქცენტი ფემინურობაზე, ახალგაზრდა სხეულებზე, სექსუალობასა და ქალთა სხეულების სხვადასხვაგვარობაზე ისმევა.
პეტრა არ მიეკუთვნება იმ ფოტოგრაფთა კატეგორიას, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ ფოტოებზე გამხდარი, თეთრკანიანი, უთმო გოგონები გვაჩვენონ და თანამედროვე კულტურაში დამკვიდრებული მითებით გვკვებონ იდეალური სხეულის შესახებ.
პეტრა კოლინსმა 24 წლის ასაკში უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე მოახერხა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ფოტოგრაფი, რომელიც Gucci-ისთან, Adidas-სთან, Nordstrom-მთან, Bulgar-ისთან და სხვა ცნობილი ბრენდების გარდა, დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ გამოცემებთან და პოპ სტარებთან თანამშრომლობს, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან: Tyler The Creator, Cardi B, Selema Gomez, Kim Kardashian, Solage,Frank Ocean , Bella Hadid და სხვები.
მისი შემოქმედება აერთიანებს როგორც პერსონალურ, ისე კომერციულ პროექტებს, სადაც პეტრას ხელწერა ზედმიწევნით მკაფიოაპეტრა კოლინსი 17 წლის ასაკში კურირებდა ონლაინ პლატფორმას theardorous , რომელიც სპეციალურად ქალი ხელოვანების ნამუშევრების წარმოსადგენად და მათ მხარდასაჭერად შექმნა, ამის შემდეგ პირველი წარმატება გამოცემა rookiemag-თან თანამშრომლობამ მოუტანა, რომელიც თინეიჯერთა პრობლემატიკაზეა ორიენტირებული.მისი დამფუძნებელი ტავი გევინსონია, ახალგაზრდა მწერალი და მსახიობი, რომელმაც საკუთარი ბლოგი მოდაზე 12 წლის ასაკში დაწერა, ხოლო 15 წლისა Rookie-ის გამოსცემდა, რომელიც გარდატეხის ასაკში გოგონების ფიზიონომიაზე, მოდაზე, და ფემინიზმზე წერს..
პეტრა კოლინსი 17 წლის ასაკში კურირებდა ონლაინ პლატფორმას theardorous , რომელიც სპეციალურად ქალი ხელოვანების ნამუშევრების წარმოსადგენად და მათ მხარდასაჭერად შექმნა, ამის შემდეგ პირველი წარმატება გამოცემა rookiemag-თან თანამშრომლობამ მოუტანა, რომელიც თინეიჯერთა პრობლემატიკაზეა ორიენტირებული.
მისი დამფუძნებელი ტავი გევინსონია, ახალგაზრდა მწერალი და მსახიობი, რომელმაც საკუთარი ბლოგი მოდაზე 12 წლის ასაკში დაწერა, ხოლო 15 წლისა Rookie-ის გამოსცემდა, რომელიც გარდატეხის ასაკში გოგონების ფიზიონომიაზე, მოდაზე, და ფემინიზმზე წერს.
პეტრა კოლინსი არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ფოტოგრაფიით, ის მუშაობს ნეონის ინსტალაციებსა და ვიდეოარტზეც.
გამოცემული აქვს არაერთი წიგნი, აქვე უნდა აღინიშნოს მისი ვიდეონამუშევარი, რომელიც Tate Modern-ში იყო გამოფენილი. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალი ხელოვანის, ჯორჯია ო კიფის ნამუშევრებითაა ინსპირირებული და მის რეინტერპრეტაციას წარმოადგენს.
დაწერე კომენტარი