არქიტექტორი, რომელმაც ააშენა პალმ სფრინგსი,  1911 წელს მიჩიგანში დაიბადა. მისი მშობლები გატაცებულნი იყვნენ ხელოვნებით და არქიტექტურით, იმდენად, რომ თავიანთი სახლის პროექტი თავის დროზე არქიტექტორ  ჯოი ვილერ დოუს დაუკვეთეს. ჯონ ლოტნერის უნიკალური სტილის ნაგებობები უფრო ხშირად მოხვედრილა ჰოლივუდის ფილმებში, ვიდრე ნებისმიერი სხვა არქიტექტორის.

ლოტნერის მენტორი ცნობილი არქიტექტორი ფრენკ ლოიდ რაითი იყო, რომელმაც მისი სტილის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია. მოგვიანებით არქიტექტორებს რამდენიმე კოლაბორაციაც ჰქონდათ.

ქალაქს, რომელიც, როგორც ამბობდა, ფიზიკურად ცუდად ხდიდა, ლირიკულად მიუდგა. როგორც მას, ასევე მის კლიენტებსაც არ უყვარდათ ლოს-ანჯელესი, ამიტომ მათთვის დაპროექტებული სახლები ერთგვარი გაქცევაა რეალობიდან. მისი ექსტრავაგანტული არქიტექტურა პირველივე შეხედვისას გაოცებას იწვევს, ერთდროულად იდეალისტურიცაა და ექსცენტრულიც.

არქიტექტურული სტილი, რომელსაც ლოტნერი მისდევდა, იყო გუგი (Googie Architecture). ეს არის 1940-იან წლების ბოლოს კოსმოსისა და სამანქანო კულტურის ზეგავლენით კალიფორნიაში წარმოქმნილი ფუტურისტული არქიტექტურული განშტოება. გუგის სტილის ერთგვარი ხელწერა მორკალური ფორმები და მახვილი კუთხეებია, რაც სარაკეტო ხომალდის აეროდინამიკურობას მიანიშნებს.

The Goldstein House ძმები კოენების 1998 წლის  ფილმში The Big Lebowski


სახლი დაახლოებით 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. მისი მშენებლობა 1963 წელს დამთავრდა და ჰელენ და პოლ შითებს (Helen and Paul Sheats) ეკუთვნოდათ, 1972 წელს კი ის ამერიკელმა მილიონერმა, NBA-ის სუპერფანმა  ჯეიმს გოლდშტეინმა (James Goldstein) იყიდა. ახალმა მეპატრონემ ლოტნერის იდეებით  სახლის დიზაინში რამდენიმე ცვლილებაც შეიტანა.


ლოს-ანჯელესში ყველაზე სანახაობრივი სახლის ინტერიერი მოწყობილია ძვირად ღირებული, ჩაშენებული ავეჯით, იატაკიდან ჭერამდე აღმართული ვიტრაჟებიდან კი ლოს-ანჯელესის ფანტასტიკური ხედი იშლება. სახლიდან რამდენიმე ბეტონის საფეხურის ქვემოთ არის არტისტის,  ჯეიმს ტურელის (James Turell)  ინსტალაცია – Skyspace (Sky Box), სადაც შესაძლებელია წამოწოლა და დღის განმავლობაში ცვალებადი, ფერადი განათებების ციკლის ყურება.


სახლს აქვს ღამის კლუბი და ტენისის კორტები, მის გარშემო კი ტროპიკული ჯუნგლებია, რომელსაც ოთხი სრულგანაკვეთიანი მებაღე და ერთი ლანდშაფტის არქიტექტორი ემსახურება.


შთამბეჭდავი სახლი ჰოლივუდში ცნობილი გახადა და გარდა ფილმებისა, ის  გადაღებულია მრავალ მუსიკალურ კლიპშიც. ფილმშიდიდი ლებოვსკიგოლდშტეინის სახლი პორნოგრაფი ჯექი თრიჰორნის საცხოვრებელია.  გარდა ამისა, სახლში გადაღებულია ფილმები – “ჩარლის ანგელოზებიდა კვენტინ ტარანტინოს ცნობილი ფილმიმაკულატურა”.

მესაკუთრემ დიდი ხნის დაპირება აასრულა და ეს სახლი არის პირველი არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც შედის LACMA- (ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმის) კოლექციაში და ის ღიაა დამთვალიერებელთათვის.

Schaffer Residence ტომ ფორდის 2009 წლის ფილმში A Single Man


Shaffer Residence ლოტნერის პროექტით 1949 წელს აშენებული სახლია, რომელიც კარიერის დასაწყისში დააპროექტა. 2009 წელს ამ სახლში ტომ ფორდის ფილმი – “მარტოხელა მამაკაციგადაიღეს. ამ ფილმში კოლინ ფერტმა მთავარი როლისთვის ოსკარიც აიღო.


სახლი აშენდა შაფერებისთვის, რომლებმაც ეს მიწა ომის შემდგომ იყიდეს, უმეტესად მუხების ქვეშ პიკნიკებს აწყობდნენ და იმდენად მოსწონდათ ტერიტორია, რომ გადაწყვიტეს სახლი აეშენებინათ და ლოტნერთან მივიდნენ წინადადებითუნდოდათ ისეთი სახლი, რომელიც ხეებს ქვეშ პიკნიკის ასოციაციას დატოვებდა. სახლი სწორედ  ტერიტორიაზე არსებულ მუხიანშია აშენებული და მისი სხვა პროექტებისგან განსხვავებით, უფრო მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.


ლოტნერის არტისტიზმიშეექმნა ჰაეროვანი ატმოსფერო  – ბევრ დეტალში ჩანსბრუნვადი კარები, ღია, შუშის ჭერი, რომლიდანაც ხეები ჩანსმართლაც რომ პიკნიკის განწყობას ტოვებს და სახლსაც საოცრად ნათელს ხდის. შენობა აშენებულია სუფთა წითელი ხით, რაც დღეს რთული მოსაპოვებელია და მსგავსი სახლის აშენების შესაძლებლობაც ძალიან მცირეა. სახლში არსებულ ავეჯს შორის არის იშვიათი ნამუშევრები  ჟან პრუვეს (Jean Prouvé), ჯორჯ ნაკაშიმას (George Nakashima) და  შარლოტ პერენის (Charlotte Perriand)

სახლმა წლების მანძილზე ბევრი მეპატრონე გამოიცვალა, ახლა კი რამდენიმე წელია ისევ იყიდება.

Garcia House რიჩარდ დონერის 1989 წლის ტრილერში Lethal Weapon 2



ეს არის ჯონ ლოტნერის საკულტო პროექტი, რომელიც მიწიდან 18 მეტრზე კოლონებით არის აწეული.  არქიტექტორმა 1962 წელს ამ სახლის დიზაინი კომპოზიტორ რასელ გარსიასთვის შექმნა. ლოტნერის შენობა თაღოვანი, ორი ნაწილისგან შემდგარი სტრუქტურაა, რაც საშუალებას მისცემდა კომპოზიტორს, ისე დაეწერა სახლის ერთ ნაწილში მუსიკა, რომ მეორე ნაწილში ცოლის მიერ გამართული წვეულებებისთვის ხელი არ შეეშალა.


ფასადზე ფერადი შუშების და თაღისებრი ფორმის გამო სახლს The Rainbow House უწოდებენ. გარსიას შემდეგ სახლს ექვსი მეპატრონე ჰყავდა, თითოეულმა მათგანმა  ცვლილებებით სახლს პირვანდელი სახე დაუკარგაშენობა ნაკლებად ღია და თავისუფალი გახდა, მაგრამ მისი არქიტექტურული იდენტობა კვლავ უცვლელია.


როგორც ერთ-ერთი მეპატრონე ამბობს, დღის განმავლობაში სახლს სამი განსხვავებული პერიოდი აქვს: შუადღე, როდესაც მწვანე ბუნებაშია ჩაფლული, საღამო, როდესაც მზე ჩადის და კანიონის მხარეს ფანჯრები ნათდება, და ღამე, როდესაც სახლი მთლიანად სიბნელეშია და შიდა სივრცე ნიუ-იორკის აპარტამენტს ემსგავსება.

Elrod House გაი ჰამილტონის 1971 წლის ტრილერში Diamonds are Forever


პალმ სპრინგში მდებარე სახლი 1968 წელს აშენდა ამერიკელი ინტერიერის დიზაინერისარტურ ილროდისთვის და გადაღებულია ჯეიმს ბონდის ფილმშიბრილიანტები სამუდამოდ”. ილროდის სახლი, რომელშიც ლოტნერმა დიდი ენერგია ჩადო იმისათვის, რომ ყოფილიყო ბუნებასთან დაკავშირებული დიდი სივრცე ორგანული ფორმებით, ჰოლივუდის ექსცესების სიმბოლოდ ითვლებოდა, რასაც ლოტნერი წლების განმავლობაში ებრძოდა. თვითონ ამ ნაგებობას კი  მარადიულ არქიტექტურას (Timelsess Architecture) უწოდებდა.


ჩემი კლიენტებიდან ყველა  გამორჩეულია პიროვნულად, სხვაგვარად ისინი ჩემთან არ მოვიდოდნენ, ჩემი გადაწყვეტილებები ძალიან განსხვავებულია ჩვეულებრივისგან,” –  ამბობდა ჯონ ლოტნერი.


სახლი ლოტნერის მრავალ არქიტექტურულ მახასიათებელს აერთიანებს: რთულად ასათვისებელ ტერიტორიას, მოკრძალებულ შესასვლელს და მოულოდნელ შიდა სივრცეს.  წრიული საერთო ოთახის გარშემოა დაგეგმარებული და აქვს ნახევარწრის ფორმის აუზი. თვალშისაცემია დიდი ბეტონის მომრგვალებული სახურავი, რომლის კონუსური ფორმა  9 ბეტონის სამკუთხედს მოიცავს წრეზე.

არტურ ილროდმა სახლის ინტერიერი თვითონ მოაწყო. ბეტონის გუმბათიანი სახლი ქოაჩელას ხეობას გადმოჰყურებს.