მოდერნისტი არქიტექტორის, ე. სტუარტ უილიამსის 1954 წელს დაპროექტებული „ედრისის სახლი“ აშენებისთანავე უნიკალურად აღიარეს. ნაგებობა დღესაც პირვანდელ ფორმას ინარჩუნებს და მნახველებს შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის დათვალიერებისას შეუძლიათ დროში იმოგზაურონ.
კალიფორნიაში მდებარე სახლი სტუარტს მეზობლებმა და ახლო მეგობრებმა – უილიამ ედრისმა და მისმა მეუღლემ დაუკვეთეს. უძრავი ქონება 2000 წელს ჯ. რ. რობერტმა შეიძინა და მალევე სტუარტთან შეთანხმებით სახლის ერთწლიანი რემონტი წამოიწყო. “ედრისის სახლი” დღესაც ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც 50-იან წლებში.
უდაბნოში განლაგებული, კლდოვან ლანდშაფტზე გადმომდგარი შენობა ჰარმონიულად ერწყმის გარემოს ბუნებრივი სამშენებლო მასალების გამოც - ის ადგილობრივი ქვითა და ნაძვის ხითაა აშენებული. შენობის ინტერიერში ქვის კედლების გარდა მრავლადაა ხის ელემენტები და შუშის დიდი ფანჯრები. არქიტექტორის თქმით, მისი მიზანი იყო სახლი სრულიად შერწყმოდა გარემოს, თითქოს ის მიწიდან ამოიზარდაო.
მოდერნისტი არქიტექტორის, ე. სტუარტ უილიამსის 1954 წელს დაპროექტებული „ედრისის სახლი“ აშენებისთანავე უნიკალურად აღიარეს. ნაგებობა დღესაც პირვანდელ ფორმას ინარჩუნებს და მნახველებს შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის დათვალიერებისას შეუძლიათ დროში იმოგზაურონ.
კალიფორნიაში მდებარე სახლი სტუარტს მეზობლებმა და ახლო მეგობრებმა – უილიამ ედრისმა და მისმა მეუღლემ დაუკვეთეს. უძრავი ქონება 2000 წელს ჯ. რ. რობერტმა შეიძინა და მალევე სტუარტთან შეთანხმებით სახლის ერთწლიანი რემონტი წამოიწყო. “ედრისის სახლი” დღესაც ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც 50-იან წლებში.
უდაბნოში განლაგებული, კლდოვან ლანდშაფტზე გადმომდგარი შენობა ჰარმონიულად ერწყმის გარემოს ბუნებრივი სამშენებლო მასალების გამოც – ის ადგილობრივი ქვითა და ნაძვის ხითაა აშენებული. შენობის ინტერიერში ქვის კედლების გარდა მრავლადაა ხის ელემენტები და შუშის დიდი ფანჯრები. არქიტექტორის თქმით, მისი მიზანი იყო სახლი სრულიად შერწყმოდა გარემოს, თითქოს ის მიწიდან ამოიზარდაო.
დაწერე კომენტარი