Hammock Magazine-ისა და თიბისი კონცეპტის თანამშრომლობა უკვე 8 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში კონცეპტის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო პროექტი შევთავაზეთ ჩვენს აუდიტორიას. მათ შორის - გავაშუქეთ ვენეციის ბიენალე, მილანის დიზაინის კვირეული, ბათუმის ჯაზფესტივალი, თბილისის კინოფესტივალი, Zeg ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი და ა.შ. დღეიდან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო საინტერესო ხდება და არაერთ ახალ რუბრიკას შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგევრდს და სოციალურ ქსელებს 📱