„ბორჯომი“, როგორც სუფრისა და კულინარიის განუყოფელი ნაწილი, აგრძელებს გასტრონომიის მიმართულების განვითარებას და მომხმარებელს  უნიკალურ ციფრულ გამოცდილებას - რესტოგიდს სთავაზობს. რესტოგიდი „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პლატფორმის - გასტროგიდის ახალი მიმართულებაა, რომელიც კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს აღმოაჩინონ კვების ობიექტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რესტოგიდზე შეხვდებით ახალ განსაკუთრებულ რესტორნებს, კაფეებს, ბარებს, რომლებიც გამორჩეულია კერძებითა და შეფმზარეულებით. 

marketer-gastro.jpg 370.85 KB
მუდმივად განახლებად პლატფორმა გასტროგიდზე როგორც ცნობილ და აღიარებულ, ისე ახალ ადგილებსაც აღმოაჩენთ. სიას ახალი ობიექტები რეგულარულად დაემატება. პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პლატფორმა - გასტროგიდი, „ბორჯომმა“ 10 წლის წინ შექმნა, რომლის მიზანიც რეგიონული ტურიზმისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაა. პლატფორმა აერთიანებს გასტრონომიული სამყაროს ყველა იმ კომპონენტს, რომლითაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო, თანამედროვე თუ ტრადიციულ კულინარიას გაეცნობით.
e305fe8b-f703-4576-9461-53aad12d0839.jpeg 412.94 KB
საწყის ეტაპზე პლატფორმა საქართველოსთან ერთად ყაზახეთსა და უზბეკეთში წარდგება, მომავალი წლიდან კი უკრაინა, ესტონეთი და მოლდოვა დაემატება. პროექტს „ბორჯომმა" ვახშმების სერია მიუძღვნა, რომელიც Rooms Hotels-ში, Weller-ში, „რესპუბლიკასა” და Silk Factory-ში გაიმართა. განსაკუთრებული კონცეფციის ვახშმებზე, შეფმზარეულებმა კერძები თანამედროვე ინტერპრეტაციებით წარადგინეს და საინტერესო კულინარიული გამოცდილება შემოგვთავაზეს.
c176e09a-8f00-4d6f-83e5-30723416e5e3.jpeg 412.35 KB
ლუკა ნაჭყებია, შეფმზარეული: 

"ბორჯომის" გასტროგიდი 10 წელზე მეტია საქართველოში არსებობს და ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს, დამწყებ მზარეულებს, შეფებს დაეხმარა, რომ ქართული კულინარია და თავიანთი ცოდნა გაევრცელებინათ. ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში „ბორჯომი” პირველი იყო. ახლა კი ახალი ეტაპი დადგა, იქმნება პლატფორმა რესტოგიდი, რომელიც 1890 წელს ჩამოყალიბებულ ბრენდს გამოიყენებს, როგორც ლოკომოტივს, რომ ქართული კულინარია გაიტანოს იმ 40-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც „ბორჯომი” ექსპორტზე გადის. ქართული კულინარიის პოპულარიზაციის მისია ძალიან კეთილშობილურია და ვფიქრობ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი მდიდარი სამზარეულო სხვადასხვა ქვეყანას გავაცნოთ".

bdf0b388-2cda-43de-b47c-efec79038dab.jpeg 779.82 KB
ირინა ტყემალაძე, „ბორჯომის“ ბრენდმენეჯერი:

„ბორჯომი” უკვე 135 წელია ქართული სუფრის და კულინარიის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ გასტრონომიული მიმართულების განვითარებას და მომხმარებელს უნიკალურ ციფრულ გამოცდილებას - რესტოგიდს ვთავაზობთ. პლატფორმა საერთაშორისო მასშტაბით სულ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ და „ბორჯომის” ვახშმების სერიით კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადეთ ის იდეა, რის გარშემოც გასტროგიდი შეიქმნა. პროექტის წარდგენისთვის განსაკუთრებული ადგილები შევარჩიეთ და ქართველ შეფმზარეულებთან ერთად, სტუმრებს განსხვავებული კონცეფციის ვახშმებზე ვუმასპინძლეთ.”

8f7915dc-c5a3-417d-ac93-54734fa20ad7.jpeg 285.08 KB
ნიკი აბაიშვილი, IDS ბორჯომი საქართველოს ციფრული პროექტების მენეჯერი: 

„ბორჯომის” გასტროგიდი გაცილებით მეტია, ვიდრე ციფრული პლატფორმა. ეს ვებგვერდი უკვე 10 წელია არსებობს და წელს მისი სრული ვიზუალური და ფუნქციონალური რებრენდინგი ჩატარდა. გასტროგიდს დაემატა რესტოგიდის, გასტრონომიული ღონისძიებების და ფუდფეარინგის მიმართულებები. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა გასტრონომიული ჰაბი პროფესიონალი და მოყვარული კულინარებისთვის და ასევე, ამ თემით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის სივრცე, რომელიც დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ უნიკალური ადგილები და ავთენტური გემოები. „ბორჯომის” გასტროგიდი ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კულტურას და კულინარიულ გამოცდილებას. ვამაყობთ, რომ ეს იდეა საერთაშორისო მასშტაბით განვითარდება”.