ამ ფოტოების ილუსტრაციები დალექილია ჩემს გონებაში, როდესაც ახალ პროექტზე ვიწყებ ფიქრს, ეს დაფა არის ჩემი მთავარი ინსპირაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი მიზანია შევქმნა რაღაც, რაც აუცილებლად დაკავშირებული იქნება რაიმე გზით ამ ფოტოებთან, ან მათ იდეასთან.” – ამბობს ვალერიო ოლჯატი თავის შექმნილ ინსპირაციის დაფაზე – Autobiography Iconography

ოლჯატის ხედვა ხასიათდება როგორც წმინდა, სუფთა ფორმები, მასალები და განათება არქიტექტურაში (Pure Architecture). მისი შემოქმედება სწორედ ის მაგალითია, რომელიც არქიტექტურის სტუდენტებს ეხმარება წარმოიდგინონ, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს დეტალებმა და მასალის სწორად შერჩევამ დიზაინში. მის იდეაში, შემდგომ ნახაზებში და უკვე საბოლოო პროდუქტში ნათლად ჩანს, რომ ოლჯატი ჩართულია პროექტის ყველა ეტაპზე, თავისი ჩანაფიქრის მაქსიმალურად განსახორციელებლად.


ოლჯატის მამა ცნობილი მოდერნისტი არქიტექტორირუდოლფ ოლჯატია. მისი პროექტების უმეტესობა, რომლებიც უმეტესად საცხოვრებელი სახლებით შემოიფარგლებაშვეიცარიაში, გრისონში მდებარეობს. თავისი კარიერის მანძილზე მან ჩამოაყალიბა არქიტექტურული სტილი, რომელიც მოდერნისტული არქიტექტურის და თავისი რეგიონისთვის დამახასიათებელი ელემენტების ნაზავი იყო. ვალერიო ოლჯატი არ იზიარებს მამამისის მეთოდოლოგიას. ის არ თვლის თავის თავს მოდერნისტ არქიტექტორად, გარდა ამისა, ამბობს, რომ არქიტექტორი არის ავტორი, რომელიც ქმნის ადამიანებისთვის რაღაც გამოცდილებას, თავგადასავალს.

ოლჯატი ცნობილია უკომპრომისო, მინიმალისტური შემოქმედებით. ის არ ცდილობს იყოს ცნობილი, მისი ეგრეთწოდებული კულტი შემოიფარგლება არქიტექტურის მიმდევართა ძალიან განსხვავებული ნაწილით – დონალდ ჯადის მოყვარულივონგ კარ-ვაის მაყურებელი, განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებით. ოლჯატი იმ არქიტექტორების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც იშვიათად თანხმდებიან სახალხო გამოსვლებს, ინტერვიუებს და სხვადასხვა ექსპოზიციებში მონაწილეობას.

ნაცრისფერი თმით და გამჭვირვალე სათვალეებით, შუა ასაკის, მუქ ფერებში ჩაცმული შვეიცარიელი არქიტექტორი, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ინტერვიუმდე მათგან ერთგვარ მომზადებას მოითხოვსუფრო ხშირად კი პიტერ ვილსონის მასზე დაწერილი ორაზროვანი სტატიის – Valerio Olgiati: a visitation-ის წაკითხვას.


მიუხედავად მის არქიტექტურაში სპირიტუალიზმის დიდი დოზისა, კითხვაზეთუ რისთვის ქმნის ის არქიტექტურას, სულიერებისთვის თუ სიამოვნებისთვის, ოლჯატიმ სახალისოდ უპასუხა:  “რა არის სხვაობა ამ ორს შორის? არ ვიცი, ამ კითხვას როგორ ვუპასუხო. მე ახლა შენობებს მხოლოდ თეთრი ან წითელი ბეტონით ვაშენებ.”

ოლჯატის შენობების მნიშვნელოვანი მახასიათებელი მათი დროის მიმართ მდგრადობაა.

იდეებს, რომელსაც იგი დებს პროექტში, შეუძლიათ იარსებონ უსასრულოდ. მისი შემოქმედება უცნაურად გადმოსცემს სათმელსის მახასიათებლები, რაც შენობას და მის უნიკალურობას ქმნის, გონებაში ნელ-ნელა გვიყალიბდება, ნელ-ნელა გვეუფლება ეს აღფრთოვანებაც. მისი ეს გენიალურობა არა საერთო სურათში, არამედ დეტალებშია.


მისი არქიტექტურული ოფისი ფლიმსში მდებარეობსშვეიცარიაში, გრაუბიუნდენის კანტონის (Canton of Graubünden) პატარა ქალაქში. შენობა აერთიანებს ოფისს და ასევე მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც მთლიანად გამიჯნულია სამუშაო სივრცისგან.

გრაუბიუნდენის კანტონის ნაციონალურ პარკში ოლჯატის 2008 წელს აშენებული პროექტი – National Park Centre თითქოს ერთი შეხედვით  ყურადღებას არც იქცევს. მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არქიტექტორის მთავარი მიზანიც ეს არის –  ადამიანები მისი შენობებით აღაფრთოვანოს დაკვირვების შემდეგ.

შენობის გეომეტრია შედგება ორი თეთრი ბეტონის კუბისგან, რომლებიც დიაგონალურად ერთდებიან. შენობას აქვს კონტრასტული მუქი ფანჯრები, რომლებიც კედლების სისქესაც უსვამს ხაზს.


The Bardill Studio (2007) ოლჯატმა მუსიკოს და პოეტ  ლინარდ ბარდილს  დაუპროექტასამუშაო სივრცე მისსავე სახლთან ახლოს, შარანსში. შენობა აშენებულია ძველი ბეღლის ადგილას, მშენებლობის ნებართვის აღებისას მათ ჰქონდათ პირობა, რომ მომავალი შენობა ზუსტად იმ მოცულობის უნდა ყოფილიყო, რა მოცულობისაც იქ არსებული ბეღელი. ბარდილის სამუშაო სივრცე ამ მოცულობის ერთ მესამედს იკავებს, დარჩენილ ნაწილშია მოწყობილია ატრიუმი წრიულად ამოჭრილი ღიობით ჭერში, რომელიც უფრო მონუმენტურ ხასიათს ატარებს.


Villa Além (2014) პორტუგალიაშიქალაქგარეთ მდებარე  განმარტოებული შენობის გეომეტრია ღია ყუთს მოგვაგონებს. როგორც ჩანს, მისი ასეთი ფორმა შიდა ეზოსთვის ჩრდილის შექმნამ განაპირობა. 6 მეტრამდე ბეტონისკედლებიანი შენობა თითქმის ისეთივე მოწითალო ფერისაა, როგორიც მიწა ამ ზონაში, რაც შენობას თითქმის უჩინარს ხდის. შენობა შემაღლებულ ფერდობზე მდებარეობს კორპის მუხების ტყეში. მისი სივრცითი გადაწყვეტა ინტროვერტულია, სახლი ჩამალულია ეზოსა და ოთხკუთხათაღებიან კედლებში. თვითონ არქიტექტორი ასეთი ცხოვრების სტილს უწოდებს ლანდშაფტურ ცხოვრებას (Landscape Living). პროექტის სახელწოდებაში სიტყვა alem პორტუგალიურიდან ითარგმნება როგორც მიღმა, რაღაცის იქით.


Plantahof Auditorium ოლჯატის 2010 წლის პროექტია ლანდქვარდში, შვეიცარიაში, აგრიკულტურის სკოლისთვის (Plantahof Agriculture School). ტენტისებრი ბეტონის შენობა მულტიფუნქციურია და 130-იდან 180-მდე ადამიანს იტევს. სივრცის სიმარტივიდან გამომდინარე, აუდიტორიაში თითქმის ყველანაირი ღონისძიების გამართვა შეიძლება.


Residential Building Zug Schleife (2012) – საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ცუგში, შვეიცარიაში. შორიდან რთული წარმოსადგენია, ზუსტად რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ამ შენობას. მისი მთავარი მახასიათებელი ორნამენტული კუთხეები და ოვალურად ამოჭრილი აივნებია, რომელსაც ვიზუალურთან ერთად პრაქტიკული დატვირთვაც აქვსმცხოვრებლებს შორის დისტანციას ქმნის და მათ სიმყუდროვის შეგრძნებას უტოვებს. სახლის აღქმა დღის განმავლობაში, გეომეტრიიდან გამომდინარე, მზის მოძრაობასთან ერთად იცვლება. ბინებში საცხოვრებელი ზონა დასავლეთით არის, საძინებლები და სამუშაო სივრცეები კი აღმოსავლეთით. შენობა მოწითალო-მოყავისფრო ბეტონისაა, იგივე ფერია ვიტრაჟის პანელებიც, ერთი ფერის ანარეკლების მისაღებად.


CÉLINE Flagship Store (2018) – ორსართულიანი სელინის მაღაზია მაიამიში, რომელიც მთლიანად მარმარილოთი არის მოპირკეთებული. მწვანე და ლურჯი ტონების მარმარილო – Pinta Verde ბეტონის კოლონებთან ერთად შთამბეჭდავ გარემოს ქმნის.


Pearling Site Museum and Entrance (2019) – ოლჯატის უახლესი პროექტი ბაჰრეინში, მუჰარაქში. პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ძველი ქალაქის მძაფრ ესთეტიკაში შეიტანო ახალი, კონტექსტურად შესაფერისი გეომეტრიული ფორმები. დიზაინის გარდა ასე გადახურული ღია სივრცე ისეთ ცხელ ქალაქს, როგორც მუჰარაქია  დამატებით საჩრდილობლებს უქმნის. მუზეუმის შენობაც და შესასვლელი ნაწილიც მოწითალო ფერის ბეტონისაა.