ლე კორბუზიეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი – “ვილა სავოიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. საზაფხულო  რეზიდენცია ფრანგული სააგარაკო სახლის მოდერნისტულ ვერსიას წარმოადგენს.


1931 წელს აშენებულივილა სავოიმე-20 საუკუნის არქიტექტურულ შედევრებს შორისაა.  ის ერთადერთი სახლია საფრანგეთში, რომელიც არქიტექტორის სიცოცხლეშივე აღიარეს ეროვნულ მონუმენტად.

სავოის ოჯახისთვის აშენებული  საზაფხულო რეზიდენცია ლე კორბუზიეს უკანასკნელი პროექტია კერძო სახლების სერიიდან – “თეთრი ვილები”. არქიტექტორმავილა სავოისპროექტი თავის ბიძაშვილთანპიერ ჟანრესთან ერთად შექმნა. პიერი და კორბუზიე ხშირად თანამშრომლობდნენსახლი პარიზთან ახლოს, პატარა კომუნაშიპუასში მდებარეობს, მინდორზე, რომელიც ტყითაა გარშემორტყმული.


დამკვეთმა არქიტექტორს ფაქტობრივად სრული თავისუფლება მისცა, მხოლოდ მცირედი შეზღუდვები დაუწესა. ლე კორბუზიემ შექმნა სახლი, რომელშიც წარმოდგენილია  მისეული ხუთი არქიტექტურული პოსტულატი. სწორედ ამ პოსტულატებზე დაყრდნობით პროექტში გათვალისწინებულიაშენობის საძირკვლიდან სვეტების დახმარებით აზიდვა,  ფუნქციური ბრტყელი სახურავი ბაღისა და ტერასისთვის, ღია დაგეგმარების ინტერიერი, ვიწრო და გრძელი ფანჯრები სინათლისა და ვენტილაციისთვის და საყრდენი სტრუქტურისგან დამოუკიდებელი ფასადი.

მე-20 საუკუნის კიდევ ერთი  ღირსშესანიშნავი ნამუშევარია ლე კორბუზიეს Ronchamp-ის ეკლესია. ამ შენობის მსგავსადვილა სავოიცმკაფიოდ გამოხატავს არქიტექტორის იდეასსახლი, როგორცმანქანა, რომელშიც ცხოვრობ”. ამ კონცეფციაში ასახულია კორბუზიეს გატაცება ავტომობილებით და ტრანსატლანტიკური ორთქლმავალი გემებით.


ეს გატაცება ვილა სავოის  დაგეგმარებაშიც იგრძნობამაქსიმალურად ათვისებული სივრცე მინიმალისტური ესთეტიკით.

შენობის ზედა ნაწილი ნატიფი რკინა-ბეტონის სვეტების მწკრივზე დგას, რომელიც თეთრად არის დაფერილი. ქვედა ნაწილი  კი უკანა მხარესაა განთავსებული და მწვანედაა შეღებილი, რაც ქმნის მოცულობის სიმსუბუქის აღქმას და გარშემორტყმულ ტყესთან ერთიანობის ეფექტს.

პირველ სართულზე მოხრილი შუშისსლაიდინგკედლები 1929 წლის გამოშვებული ავტომობილების მოხვევის რადიუსს შეესაბამება, რითაც  მარტივადაა შესაძლებელი ქვედა დონიდან შენობის იმ ნაწილში მოხვედრა, სადაც ავტოფარეხია განთავსებული. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს კორბუზიეს ინტერესს საავტომობილო დიზაინის მიმართ.


შენობის პირველი სართული მისაღები სივრცეა, საცხოვრებელი ოთახები კი განთავსებულია  მეორე დონეზე. ზედა სართულისსლაიდინგფანჯრები ნაგებობის ფასადის შუაშია მოქცეული.  ასეთი სტილის ფანჯრებს ლე კორბუზიე ხშირად იყენებს ნამუშევრებში.

დახრილი პანდუსები და სკულპტურული, სპირალური კიბის უჯრედი ორ სართულს ერთმანეთთან აკავშირებს და  დონეებს შორის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ქმნის.


პირველი სართულის  უზარმაზარი შუშისსლაიდინგკედელი გახსნილი სივრცეა  საცხოვრებელ ოთახსა და გარე ტერასას შორის. აქედან დახრილი პანდუსის საშუალებით შესაძლებელია სახურავის  ბაღში მოხვედრა, რომელიც გარშემორტყმულია მრუდე კედლებით. დიდი, სამკუთხედი ფანჯრებიდან სახლის შიდა ხედი იშლება. ინტერიერში განთავსებული ავეჯის ავტორიც თავად კორბუზიეა.

პროექტი – “ვილა სავოიშეტანილია ამერიკელი ისტორიკოსის, ჰენრი-რასელ ჰიჩკოკის და არქიტექტორ ფილიპ ჯონსონის 1932 წელს გამოცემულ წიგნში – “საერთაშორისო სტილი: არქიტექტურა 1922 წლიდან.”   მათ პირველებმა უწოდესვილა სავოისმოდერნიზმის კაფსულაშენობისთვის დამახასიათებელი თითქოსდა მარტივი, სწორხაზოვანი ფორმების, ბრჯენების, ღია დაგეგმარების საცხოვრებელი სივრცეების, ორნამენტებისა და დეკორის ნაკლებობის გამო.


ვილა სავოიმეორე მსოფლიო ომის შემდეგ განადგურდა, მაგრამ 1963-1997 წლებში საფრანგეთის ხელისუფლებამ მთლიანად აღადგინა. 1964 წელს, ჯერ კიდევ ლე კორბუზიეს სიცოცხლეში, შენობა  ისტორიულ მონუმენტად აღიარეს.

საზაფხულო რეზიდენცია ლე კორბუზიეს მე-17 ნამუშევარია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანეს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული პროექტი.  

იუნესკოს სიაში არქიტექტორის სხვა ნამუშევრებს  შორისაა: მუშების ფერადი სახლი – Cité Frugès და არქიტექტორის პატარა დასასვენებელი ქოხი სამხრეთ საფრანგეთში, კოტ აზურის სანაპიროზე.