ლონდონში ''სტოუნნესტის'' სცენაზე ქართველი მსახიობების წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Life Through Cinema იყო. მონაწილეობდნენ: სოსო ხვედელიძე, ნინი უგულავა, მარიკა ხუნდაძე, ბიჭიკო ჭეიშვილი და ნატალია ჯუღელი. მათ ასევე, იმპროვიზაციით შემოუერთდა ქართული წარმოშობის ბრიტანელი მსახიობი მარიამ დ’აბო. ტექსტი ერთ-ერთმა შემსრულებელმა ნატალია ჯუღელმა დაწერა. წერილები საქართველოდან, საქართველოს ემიგრანტების თვალით დანახულ სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტზე გვიყვება და მაყურებელს სხვადასხვა დროს დაწერილ წერილებს აცნობს.

a06ca509-d599-4400-a684-6ed9d920e031.jpeg 140.13 KB
ნინი უგულავამ და სოსი ხვედელიძემ მაყურებელს 1937 წლის მოვლენები გააცნეს. აღსანიშნავია ისიც რომ უგულავა სპექტაკლში 3 თაობის განსხვავებულ ქალს განასახიერებდა. ბიჭიკო ჭეიშვილმა როდიონ ქორქიას წერილი წაიკითხა. წარმატების შემდეგ, ჯგუფი ამჟამად სპექტაკლის სხვადასხვა ქალაქებში გასტროლებს გეგმავს.