მინის ავეჯის ახალი კოლექცია სახელწოდებით – „დნობა“, იაპონური დიზაინ-სტუდიოსNendo- დამფუძნებლის, ოკი სატოსა და მინის მწარმოებელი ვენეციური  ბრენდისWonderGlass-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.  ახალი კოლექციით WonderGlass განათების და პროდუქტის დიზაინიდან ავეჯის დიზაინში საკუთარი ძალების მოსინჯვას აღნიშნავს. კოლექციაში წარმოდგენილია სასადილო მაგიდა, ტუმბო, სავარძელი და სხვადასხვა ტიპის სკამები, რომლებიც ყინულის ქანდაკებებს ჰგავს. შუშის უსწორმასწორო ზედაპირი პროდუქტს ყინულის შესახედაობას აძლევს, რომელიც თითქოს ლღობის მომენტშია გაჩერებული.


ოკი სატოსას კოლექციის შთაგონება WonderGlass-ის ხელოსნების მუშაობის პროცესზე დაკვირვება აღმოჩნდა. მისი თქმით, კომპანიის მაღალკვალიფიციური პროფესიონალები მინაზე ისე თავისუფლად მუშაობენ, როგორცბავშვები ზელენ თიხას“.

კოლექციის შექმნისას მთავარი კონცეფცია მინის თავისუფალ ფორმირებას გულისხმობდა. მნიშვნელოვანი იყო მინას თავად წარემართა პროდუქტის დიზაინის პროცესი, შექმნილიყო მაქსიმალურად ბუნებრივად, გრავიტაციის ძალითა და მასალის სიმძიმის დახმარებით.
ამდენად, გააკეთო ნაკლები და მიიღო მეტი, ყველაზე რთული საქმეა”, – განაცხადა ოკი სატოსამ.


კოლექცია შექმნილია U- ფორმის თაღოვანი დიზაინით და მასში ავეჯის გარდა ვხვდებით ისეთ დეკორატიულ ელემენტებს, როგორებიცაა ყვავილის ლარნაკები და შირმა.

ავეჯის დასამზადებლად შუშის გამოყენება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან მასალა თვისებრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე ადვილად მსხვრევადია. WonderGlass-მა მინის შესაძლებლობების საზღვრების გაფართოება გადაწყვიტა და პროდუქტს განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამოყენებით საჭირო სისქე და სტრუქტურა მიანიჭა.


კოლექციას კომპანია WonderGlass ბევრ სიახლესთან ერთად აპრილში მილანის დიზაინის კვირეულზე წარადგენს, მანამდე კი – 14-დან 20 იანვრის ჩათვლითმისი ნახვა შესაძლებელი იყო გერმანიაში, IMM Cologne-ის გამოფენა-გაყიდვაზე.