ყველაზე პოპულარული ამერიკული ყავის ქსელი, DUNKIN’ საქართველოში ადამიანური კაპიტალის მართვის გლობალურ კულტურას ნერგავს. 76 წლის ისტორიის მქონე ამერიკული ბრენდი საქართველოში უკვე ათიათასობითმომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია. ჩვენს ქსელშიმომხმარებლებს ყოველდღიურად ხვდებათ მაღალი ხარისხის ყავა, ახალი, ფაფუკი დონატები, მრავალფეროვანი ბეიგელები და ბრენდისთვისდამახასიათებელი პროდუქტები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 80-მდე რესტორანშია წარმოდგენილი.
კომპანიის წარმატების უკან ასეულობით თანამშრომელი დგას, რომლებიცყოველდღიურად ქმნიან იმ ხარისხსა და გამოცდილებას, რაც „დანკინს“ საქართველოში გამოარჩევს. სწორედ ამიტომ, კომპანია განსაკუთრებულყურადღებას უთმობს თანამშრომლებისთვის კომფორტული დაგანვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნას.
„ DUNKIN’, Wendy’s და Subway საქართველოში ბევრად მეტი გახდა, ვიდრეუბრალოდ ამერიკული QSR რესტორნის ბრენდები - ეს არის სივრცე,სადაც ახალგაზრდები სწავლობენ, იზრდებიან, იძენენ უნიკალურ პროფესიულ და სამუშაო გამოცდილებას, ეზიარებიან ყველა იმ პროცესს, რასაც მათ სამომავლო კარიერულ და პიროვნულ ზრდაში შეაქვს წვლილი და საკუთარ გზას პოულობენ. ჩვენ გვინდა ამპროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ. მე მჯერა გუნდების,სადაც ადამიანები ერთმანეთს უსმენენ, ერთიანდებიან და ერთადიღებენ შედეგს. სწორედ ასეთ გარემოს ვაშენებთ ჩვენ და ვეძებთადამიანებს, ვინც ამ ენერგიას გაიზიარებს.“, აცხადებს Wendy’s, DUNKIN’ და Subway-ს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში გივი გვეტაძე.
დასაქმების ფარგლებში, „დანკინი“ კანდიდატებს სთავაზობს:
• მოქნილ სამუშაო გრაფიკს – განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სამსახურისა და სწავლის შეთავსება
• განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას – დასაქმებულებს შეუძლიათ შეიძინონ ახალი უნარები და ეტაპობრივადდაწინაურდნენ
• მოსახერხებელ ლოკაციაზე მუშაობის არჩევანს – კომპანია 80-მდე რესტორანს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაცკანდიდატებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ მათთვის სასურველქალაქში, უბანში.
• კორპორაციულ ბენეფიტებს – მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევას, სპეციალურ შეთავაზებებს ბრენდის მენიუზე და Fitpass-ის პროგრამაშიჩართვას
• საერთაშორისო ჩემპიონატებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა
ახალი ვაკანსიები განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდებისთვის დამათთვის, ვინც კარიერული გზის დაწყებას ან ახალ ეტაპზე გადასვლასგეგმავს. DUNKIN’-ში მუშაობის დაწყებისთვის, დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი შერჩევის გუნდის წევრები დაგიკავშირდებიან.
„Dunkin’ ეძებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მუშაობა, არამედ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და პროფესიული ზრდა. კომპანია მუდმივად ინვესტირებს თანამშრომლების განვითარებაში და მათთვის გრძელვადიანი კარიერული შესაძლებლობების შექმნაში.“ აცხადებს თიკა ჯაფარიძე Wendy’s, Dunkin’ და Subway-ს HR და სწავლისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„დანკინში“ დასაქმება ნიშნავს გლობალური ბრენდის გუნდის წევრობას, სადაც თანამშრომლის ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული კორპორაციული გარემოა. ჩვენი გუნდის წევრები საქართველოში ბრენდის წარმატების ისტორიას ქმნიან მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად ახალი, ხარისხიანი პროდუქტისა და პოზიტიური გამოცდილებისშეთავაზებით. სწორედ ამიტომ გამოარჩიეს 2025 წლის ბოლოს საქართველოს „დანკინი” ევროპაში არსებულ ფრანჩაიზერებს შორის და - წლის საუკეთესოფრანჩაიზერად აღიარეს.
დაწერე კომენტარი