ლეონარდ ლენი  კრავიცი 1964 წელს ამერიკაში დაბადებული მულტი ინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი, პროდიუსერი, მსახიობი და დიზაინერია. მისი შესაძლებლობები ფაქტობრივად ამოუწურავია და შეიძლება სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ Lenny Kravitz-მა გრემის მუსიკალური ჯილდო (კატეგორიაში როკ-მუსიკის საუკეთესო  შემსრულებელი მამაკაცი) ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მიიღო.


ლენი კრავიცის პირველი ალბომი სახელწოდებით Let Love Rule 1989 წელს გამოვიდა. ის ალბომში შესული თითქმის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი, ასევე ვოკალისტი და ინსტრუმენტალისტია. მიუხედავად ამისა, ალბომს კრიტიკოსების საკმაოდ არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. Lenny Kravitz-ის ყველაზე პოპულარული სიმღერაა It Ain’t Over Till It’s Over, რომელმაც საკუთარი ადგილი მუსიკალური ჩარტების სამეულში დიდი ხნით დაიკავა.




Lenny Kravitz-
არაერთი როლი შეუსრულებია ფილმებსა თუ ტელე-შოუებში. სამსახიობო კარიერაში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა ფილმში Precious. მან ასევე მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა Lee Daniels-ის ფილმში Lee Daniels’ The Butler (2013). კრავიცმა  ყველაზე დასამახსოვრებელი  როლი შეასრულა Hunger Games-ში. ის სერიალში Cinna- პერსონაჟია, რომელიც ტელეეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა.


ყველა იცნობს Lenny Kravitz- როგორც მუსიკოსს, ბევრი შეიძლება მის სამსახიობო კარიერასაც იცნობდეს (განსაკუთრებით Hunger Games-ში მონაწილეობის შემდეგ), თუმცა  ცოტას თუ ეცოდინება, რომ Lenny Kravitz-მა 2003 წელს ინტერიერის დიზაინის სტუდია Kravitz Design დააფუძნა, სადაც ის მთავარი დიზაინერია. მას ინტერესი დიზაინის სფეროს მიმართ ადრეული წლებიდანვე გაუჩნდა: “მაშინაც, როდესაც ბავშვი ვიყავი, ყურადღებით ვაკვირდებოდი, თუ როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის საგანი სინათლის ცვლილებისას”.


როდესაც ცხოვრებაში სიახლე მინდოდა, ვყიდულობდი ახალ სახლს, ახალ ავეჯს, ნახატებსა და აქსესუარებს და ასე დაუსრულებლად. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ასე დიდხანს ვერ გავაგრძელებდი, თუმცა ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მინდოდა და გადავწყვიტე, სხვებსაც დავხმარებოდი ცხოვრებისა და ინტერიერის შეცვლაში“,  – წერს კრავიცი. ის დაუსრულებლად სიახლეების ძიებაშია, ეძებს შთაგონების წყაროს, საინტერესო დეტალებსა და ახალ ქსოვილებს, მასალებს, რასაც შემდეგ ინტერიერის დიზაინში იყენებს.


მუსიკოსს შეეძლო თავისი შესაძლებლობები მიემართა მოდის ინდუსტრიისკენ და შეექმნა საკუთარი ხაზი, თუმცა გადაწყვიტა, რადგან ამ მიმართულებას ბევრი არტისტი მისდევს, მისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ინტერიერისა და პროდუქციის დიზაინის სფერო. ის სიამოვნებას იღებს ქსოვილების, მატერიების ფორმებისა და ფერების თამაშით.


მისი ცხოვრება, ისევე როგორც შემოქმედებითი კარიერა და დიზაინის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია. მისი ნამუშევრები კოსმოპოლიტური, თამამი, ფერადი და დასამახსოვრებელია, რადგან მოგვწონს თუ არა ლენი კრავიცის შემოქმედება, მისი დიზაინი უნიკალურია, ისეთი, როგორსაც მხოლოდ ლენი ქმნის (uniquely Lenny).


ის ექსპერიმენტებს ატარებს სინათლითა და ჩრდილებით. გამუდმებით ეძებს კონტრასტს, ახალ ფერებს, ქსოვილებსა და ანარეკლებს. დიზაინმა უდიდესი ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში.

ჩემთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ქუჩის არქიტექტურა, ან იქაური ავეჯის ნაწილები, ფერები და ფორმები. მაგალითად, პარიზში სეირნობისას (არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელია აქ ვცხოვრობ) ყოველთვის ვპოულობ ახალ კარს, ფანჯარას, ბოძს ან სახურავს, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე“. ლენი კრავიცისთვის კოპენჰაგენიც არანაკლებ საინტერესო ქალაქია. მისი თქმით, დანიაში გამორჩეულად გრძნობენ ესთეტიკას და სისუფთავეს დიზაინის სფეროში. დანიელი არქიტექტორი Arne Jacobsen მისთვის სამაგალითო ფიგურაა არქიტექტურული შემოქმედების კუთხით.




ბოლო
წლების განმავლობაში Kravitz Design Inc.-მა არაერთი კერძო სახლის, სასტუმროსა და ტელეგადაცემის ინტერიერი მოაწყო. ასევე
თანამშრომლობდა  მაღალი კლასის დიზაინისა და არქიტექტურის სტუდიებთან, ავეჯის, კერამიკისა და აქსესუარების კომპანიებთან (როგორებიცაა Lea Ceramiche, Swarovski და Rolex).

სულ ცოტა ხნის წინ მას ექსკლუზიურად შეუკვეთეს ინტერიერის დიზაინი ლოს-ანჯელესში მდებარე სახლისთვის, რომელიც საბოლოოდ 38 მილიონ დოლარად შეფასდა. შეთავაზება ორი ნაწილისგან შედგებოდა: 1) შეუზღუდავი ბიუჯეტი; 2) იდეალური შედეგი.




ეს Austin Kelly of XTEN Architecture-ის უკანასკნელი პროექტია, ამიტომ მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად იდეალური და ინოვაციური ნამუშევრის შექმნა. სახლი ცნობილია სახელწოდებით The Stanley House.

ასეთია შედეგი, როდესაც ლეგენდარულ როკ-ვარსკვლავს აძლევ სრულ შემოქმედებით თავისუფლებას.


Lenny Kravitz 55 წლის ასაკშიც აქტიურად აგრძელებს ძიების პროცესს და ახალი ნამუშევრების შექმნას. მისი ინტერესის ობიექტს კი კვლავ არაერთი ხელოვნების მიმდინარეობა წარმოადგენს: მუსიკა, კინო, ფოტოგრაფია, არქიტექტურა, პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინი.