this is the place where things happen. a.m. homes
მსოფლიოში ალბათ ცოტა ადგილი თუ მოიძებნება ასეთი დატვირთული და საინტერესო ისტორიებით პოპ-კულტურიდან. Chateau Marmont საკულტო სასტუმროა, რომელიც ლოს-ანჯელესის ლეგენდარულ sunset strip-ზე მდებარეობს. სასტუმრო ფილმების, წიგნების, მუსიკის შთაგონების წყარო გახდა. მასზე კონცეპტუალური ალბომებიც კია დაწერილი.
ამ სასტუმროში check in ისეთივე ტიპის გამოცდილებაა, როგორც ევროპის ვილაში დღესასწაულის დროს მოხვედრა. აქ ყოველთვის შეგხვდებათ ისეთი პიროვნება, რომელსაც იცნობთ ან გინდათ, რომ იცნობდეთ.
სასტუმროსისტორია
Chateau Marmont-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 1976 წელს მიანიჭეს, თუმცა მისი ისტორია 1929 წელს იწყება, როდესაც შენობა გაიხსნა, როგორც ბინების კომპლექსი.
სასტუმროს არქიტექტორი უილიამ დუგლასია. შენობის დიზაინის შთაგონების წყარო Château d’Amboise – საფრანგეთის სამეფო ვილა გახდა. Chateau Marmont ლოს-ანჯელესში პირველი სეისმომედეგი ბინების კომპლექსი იყო. ძალიან მალე, გაკოტრების გამო, პირველმა მეპატრონემ შენობა გაყიდა და 1931 წლიდან Chateau Marmont სასტუმროდ იქცა. 1990-იან წლებში სასტუმრო André Balazs-მა შეიძინა და შენობას რესტავრაცია გაუკეთა.
სასტუმროში 63 ნომერი, რამდენიმე კოტეჯი და ბუნგალოა. თითქმის ყველა ნომერს საკუთარი სამზარეულო, სტუმრების მისაღები, ფორმალური სასადილო ოთახი, აივანი და ტერასა აქვს. სასტუმრო სქელი კედლებით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იდეალური ადგილია ხმამაღალი მუსიკისთვის და სტუმრების მისაღებად. ტერასებიდან ხედი მთელ LA-ზე იშლება.
Chateau Marmont მუზაა ბევრი მწერლის, რეჟისორის თუ მუსიკოსისთვის. სოფია კოპოლას ფილმი – Somewhere – Chateau-შია გადაღებული და კარგად ასახავს სასტუმროს დანიშნულებას ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში. ისეთი ფილმების სცენარები, როგორებიცაა The Day of the Locust და Butch Cassidy and the Sundance Kid აქაა დაწერილია. Hunter S. Thompson, Dorothy Parker, F. Scott Fitzgerald, Annie Leibovitz, Bruce Weber და Tim Burton იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც chateau-ში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. სასტუმრო ასევე ცნობილი სიმღერის – Hotel California-ს შთაგონებადაც მოიაზრება.
რეპუტაციადავარსკვლავები
სასტუმროს სახელგანთქმული რეპუტაცია 1930-იანი წლებიდან, კონკრეტულად კი 1934 წლის purity seal-იდან იწყება. purity seal მოიცავდა რამდენიმე წესს ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის და ასევე იმას, თუ რისი ჩვენება შეიძლებოდა ეკრანზე. ამის გამო კინოსტუდიები ხშირად ქირაობდნენ სასტუმრო ოთახებს ან ბინებს ვარსკვლავებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ ისეთი ადგილი, სადაც წესებს დაარღვევდნენ. ამის ცნობილი მაგალითია მაშინდელი Columbia Pictures-ის უფროსის, harry Cohn-ის ციტატა, რომელიც მან თავის ახალგაზრდა ვარსკვლავებს, William Holden-ს და Glenn Ford-ს უთხრა: “თუ რამის დაშავებას აპირებთ, ეს Chateau Marmont-ში გააკეთეთ” (If you must get into trouble, do it at the Chateau Marmont.”).
გასაკვირია, თუ რა კარგად შეუძლია ჰოლივუდს საიდუმლოებების შენახვა. ამის კარგი მაგალითია Chateau Marmont, სადაც კონფიდენციალურობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. სასტუმროდან ამბის გამოტანის გამო შეიძლება იქ შესვლა აგიკრძალონ კიდეც. მომსახურე პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასტუმროს ცნობილმა სტუმრებმა აქ თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ, რაც მათ 21-ე საუკუნეშიც კი შეძლეს.
მიუხედავადამისა, არისრამდენიმეცნობილიისტორია, რომელიცსასტუმროსთანაადაკავშირებული:
1. ამბობენ, 1955 წელს ჯეიმს დინი ფანჯრიდან შეხტა ბუნგალოში რეჟისორ ნიკოლას რეისთან. დინის მიზანი რეჟისორზე შთაბეჭდილების მოხდენა იყო როლის მისაღებად ფილმში – Rebel Without a Cause. რეი ბუნგალოში არასრულწლოვან ნატალი ვუდთან ერთად ცხოვრობდა, რომელთანაც რომანი ჰქონდა.
2. რამდენიმე ისტორია ჯიმ მორისონს უკავშირდება. მათგან ყველაზე ცნობილია მორისონის სასტუმროს სახურავიდან გადმოხტომის ამბავი. მისივე თქმით, მან ამ ინციდენტის დროს 9-დან 8 ცხოვრება დაკარგა.
3. ამბობენ, რომ ჯინ ჰარლოუს და კლარკ გეიბელს (Jean Harlow და Clark Gable) აქ რომანი ჰქონდათ.
4. 2004 წელს ფოტოგრაფი ჰელმუტ ნიუტონი თავის “კადილაკს” ატარებდა, როდესაც მანქანის მართვის კონტროლი დაკარგა, Chateau Marmont-ის წინა კედელს შეეჯახა და გარდაიცვალა. ნიუტონი ამ პერიოდში აქ ცხოვრობდა.
5. როგორც ამბობენ, 2004 წელს, ოსკარების დაჯილდოების შემდეგ, სკარლეტ იოჰანსონსა და ბენისიო დელ ტოროს Chateau Marmont-ის ლიფტში სექსი ჰქონდათ.
6. ლინდსი ლოჰანი 2012 წელს სასტუმროდან გააგდეს, მას შემდეგ, რაც მან აქ ცხოვრების განმავლობაში 45.350.04 ვალი დააგროვა. მის ნაყიდ ნივთებში შედიოდა: ტელეფონის დამტენები, სიგარეტი, სანთლები და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჟურნალი Architectural Digest.
7. Led Zepellin-ის მუსიკოსმა ჯონ ბონემმა სასტუმროს დერეფანში “ჰარლი დევიდსონის” მოტოციკლით გაიარა, რის შედეგადაც ხალიჩა წლების განმავლობაში დაზიანებული იყო.
8. როდესაც Montgomery Clift ავარიაში მოყვა, ის ელიზაბეტ ტეილორთან ერთად Chateau Marmont-ში ცხოვრობდა, სადაც მას ტეილორი გამოჯანმრთელებაში ეხმარებოდა.
9. ჯონი დეპმა ინტერვიუში თქვა, რომ მას და ქეით მოსს შატოს ყველა ნომერში ჰქონდათ სექსი.
Chateau Marmont
8221 Sunset Blvd.
Los Angeles 90046
(323) 656-1010
www.chateaumarmont.com
დაწერე კომენტარი