თბილისის ზღვასთან, ივერთუბანში, თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურს, „სმარტის“ მარკეტს, Wendy’s®, Dunkin’®-ისა და Subway®-ის ამერიკულ რესტორნებს და „ამბოლის“ ავტომომსახურების ცენტრს.
ახალი კომპლექსი მომხმარებლებს მგზავრობისა და დასვენებისთვის საჭირო ყველა ძირითად სერვისს ერთ ლოკაციაზე სთავაზობს და თანამედროვე ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
„თანამედროვე საგზაო და მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ ნიშნავს. ჩვენი მიზანია ისეთი მრავალფუნქციური სივრცეების შექმნა, სადაც მომხმარებელი ერთ ადგილზე მიიღებს მგზავრობისთვის საჭირო ყველა სერვისს, ხოლო თანამედროვე ციფრული პლატფორმები მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ბიზნეს ჯგუფის წევრი კომპანიის – MP Development-ის მიერ განვითარებულ ახალ კომპლექსში წარმოდგენილია ჩვენი ეკოსისტემის თითქმის ყველა წამყვანი ბრენდი, რაც მომხმარებლებს სრულიად ახალ და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.
უკვე მრავალი წელია „ვისოლი“, „სმარტი“, Wendy’s®, Dunkin’® და Subway® ქვეყნის მასშტაბით ავითარებენ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე სამომხმარებლო კულტურას ამკვიდრებს. სწორედ ასეთი პროექტები ქმნის თანამედროვე საქართველოს, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები ერთობლივად ემსახურებიან ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,“ – აცხადებს სოსო ფხაკაძე, „ინვია“-ს პრეზიდენტი.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, „სმარტის“ მარკეტში, Wendy’s®, Dunkin’®-ისა და Subway®-ის ამერიკულ რესტორნებსა და „ამბოლში“ ჯამურად 60-მდე ადამიანი დასაქმდა. მრავალფუნქციურიდასვენებისა და მომსახურების კომპლექსის განვითარებისთვის ჯგუფის საერთო ინვესტიციამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.
„ვისოლი“
„ვისოლი“ უკვე 26 წელია საქართველოში გადაადგილებისთვის საუკეთესოინფრასტრუქტურის შექმნაზე ზრუნავს. კომპანია ფლობს ქვეყნის ყველაზე ფართოავტოგასამართი სადგურების ქსელს და „ვისოლისა“ და ახალი ბიუჯეტური ბრენდის – „ვიგოს“ სახელით 150-მდე ობიექტს უწევს ოპერირებას.„ვისოლი“ მომხმარებლებს სთავაზობსევროპული სტანდარტის საწვავს, ელექტრომობილების დამტენ სადგურებს, მრავალფეროვანდამატებით მომსახურებასა და თანამედროვე ციფრულ სერვისებს, რითაც ქვეყნის მასშტაბითკომფორტულ და ინოვაციურ ეკოსისტემას ქმნის.
„სმარტი“
ახალ კომპლექსში „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელის 52-ე ობიექტი გაიხსნა. „სმარტი“ მომხმარებლებს ექსკლუზიურად იმპორტირებულ პროდუქტებს, ასევე ცნობილიშეფ-მზარეულის, ავთანდილ ცეცხლაძის რეცეპტებით მომზადებულ მაღალი ხარისხის საცხობპროდუქციას სთავაზობს. იტალიური ყავა Trucillo, გზისთვის საჭირო მრავალფეროვანიასორტიმენტი და სწრაფი მომსახურება „სმარტს“ „კეთილი მგზავრობის“ განუყოფელ ნაწილადაქცევს. 2026 წლის ბოლომდე კომპანია საქართველოში 60-ზე მეტი მარკეტით იქნებაწარმოდგენილი.„სმარტი“ ჩართულია „ვისოლის“ ერთიან ლოიალობის პროგრამაში, რომლისფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა, ქულებისდაგროვება და დამატებითი ბენეფიტების მიღება.
Wendy’s®
ივერთუბანში გახსნილი Wendy’s® საქართველოში ქსელის 22-ე რესტორანია. დღეს ქართულიWendy’s® საერთაშორისო ქსელში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრანჩაიზად მიიჩნევა ქსელისგაფართოებისა და გაყიდვების ზრდის ტემპით. ბრენდი მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობსახალ პროდუქტებსა და სეზონურ L.T.O. შეთავაზებებს, მათ შორის ახალ, მომხმარებლებში უკვეძალიან პოპულარულ Doritos Burger-ს, Bubble Waffle-ის დესერტებსა და კლასიკურ ბესტსელერბურგერებს, რაც Wendy’s®-ს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შეხვედრისადგილად აქცევს.
Dunkin’®
Dunkin’® საქართველოში აქტიურად განაგრძობს ექსპანსიას. უმაღლესი ხარისხის ყავისპროდუქტებთან, მრავალფეროვან სენდვიჩებს, გამაგრილებელ სასმელებსა დაყოველდღიურად ახალ დონატებთან ერთად, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ყავისადა სხვადასხვა ტიპის სასმელების კატეგორიის განვითარებას უთმობს, მათ შორის„რეფრეშერების“ ხაზს, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.დღეს Dunkin’® საქართველოში 80-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს. ქსელის ყველა ობიექტიყოველდღიურად მარაგდება თბილისში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმოდან, სადაც100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი გერმანული, ფრანგული და იტალიური ტექნოლოგიებისგამოყენებით მზადდება.
Subway®
Subway® საქართველოში უკვე 28 რესტორანს აერთიანებს და იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც მსუბუქ, სწრაფ და მაღალი ხარისხის კვებას ანიჭებს უპირატესობას.ბრენდის მთავარიკონცეფცია სტუმარს საშუალებას აძლევს თავად შექმნას საკუთარი სენდვიჩი – შეარჩიოს პური, ბოსტნეული, ინგრედიენტები და სოუსები, რის შედეგადაც მიიღოს სრულად საკუთარგემოვნებაზე მორგებული პროდუქტი.სწორედ ინდივიდუალური არჩევანის თავისუფლება, სიახლე და ხარისხი აქცევს Subway®-ს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სწრაფიკვების ბრენდად.
„ამბოლი“
„ამბოლი” 2004 წელს დაარსდა და უკვე 22 წელია საქართველოს საავტომობილო ბაზარზეერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებლებს ავტოპროდუქტების ფართოარჩევანსა და თანმდევ სწრაფ სერვისებს სთავაზობს. “ამბოლი” საქართველოს ყველა დიდქალაქშია წარმოდგენილი და 23 ფილიალს აერთიანებს, რაც მომხმარებლებს ხარისხიანი, სწრაფი და სანდო მომსახურების მიღების შესაძლებლობას ქვეყნის მასშტაბით აძლევს. ავტოსერვისებში ხელმისაწვდომია საავტომობილო სერვისების ფართო სპექტრი, ხოლოკომპანიის წამყვანი პროდუქტებია: საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, სამუხრუჭე ხუნდებიდა აკუმულატორები.
ამასთან, ამბოლი საქართველოში არაერთი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალურიწარმომადგენელია. კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Goodyear, Dunlop, Duracell, Eni, Textar და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
რუსუდან კბილაშვილი
PR & CSR სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ.: (+995 322) 915 315 / 250
მობ.: (+995 599) 320 412
E-mail: [email protected]
დაწერე კომენტარი