ანდროგენული გარეგნობის, მეამბოხე მუსიკოსი, გამორჩეული სტილითა და რეპერტუარით, დეივიდ ბოუი იმ მუსიკოსთა ნაწილს მიეკუთვნება რომლებაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული მოახერხეს პოპ მუსიკა განსხვავებული სახით დაგვენახა, სწორედ სახელს უკავშირდება სცენური იმიჯის იმ სახით ჩამოყალიბება რა სახითაც დღეს არსებობს. ბოუის განუსაზღვრელი გავლენა აქვს მუსიკალურ განვითარებაზე, როკ-მუსიკასა და არამარტო, იმ გამონაკლის მუსიკოსთა კასტას მიეკუთვნება ვინც შეძლეს რომ არამარტო ჟანრის არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი კულტურული პროცესების, ტენდეციებისა თუ იდენტობების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა.


ბოუი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა, უცნაური მარცხენა თვალით, გამხდარი მაღალი ბიჭი რომელიც ფლეიტაზე უკრავდა, ყოველთვის იქცევდა ყურადღებას.


ბოუის პირველმა სადებიუტო ალბომა და ვერც სინგლმა წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა პირველი ალბომის წარუმატებლობის შემდეგ 1967 წელს თავისი ისტორიული ალბომი Space Oddity გამოუშვა, რომელიც დღემდე მისი ყველაზე ცნობილ ალბომად რჩება, 30 წლის შემდეგ რეჟისორი სტენლი კუბრიკისათვის შთაგონების წყაროდ იქცა ფილმისთვის 2001: A Space Oddity.

ბოუი  როკ მუსიკის ოქროს პერიოდში იწყებდა კარიერას, ბობ დილანი, Velvet Underground, ნინა სიმონე, ის მუსიკოსები იყვნენ ვისაც ბოუი ეთაყვანებოდა.

თუმცა ბოუის სიმღერის ხელწერა ექსტრავაგანტულობით გამოირჩეოდა, რაც საბოლოოდ გლამურული როკის ჟანრში გადაიზარდა.


1972 წელს ალბომა The rise and fall of Ziggy Stardust and the spiders from Mars დევიდ ბოუი პოპულარობით ისეთ ვარსკვლავებს გაუთანაბრა როგორებიც იყვნენ მიკ ჯაგერი, 1983 წელს კი ალბომმა Lets Dance, ბოუი მეგა ვარსკვლავად აქცია.


მუსიკოსის შემოქმედებაში ბერლინში გატარებულმა წლებმა დიდი მნიშვნელობა იქონიამისი ალბომის Heroes,  რომელიც 70იანებში გამოვიდაინსპირაციასწორედ ბერლინიდან მოდიოდაროცა სტუდიაში მუშაობისას ბოუიმ შეყვარებული წყვილი დაინახა ბერლინის კედელთან. „ყოველთვის ავღნიშნავდირომ სიმღერისთვის heroes, იდეა ბერლინის კედელთან შეყვარებული წყვილის დანახვამ აღმიძრა


ალბომი Low ბოუის პირველი მინიმალისტური ნამუშევარია, ამ ალბომზე მუსიკოსმა ბრაიან ენოსთან ერთად ითანამშრომლა 1977 წელს, და ერთ ერთია  ეგრეთწოდებულიბერლინული ტრილოგიისალბომებიდან.

ბერლინურ ტრილოგიაშიშესულმა ალბომებმა Heroes, Low და Lodger, მათ შორის სინგლად გამოცემულმა Heroes, გამოსვლისას ფინანსური წარმატება არ მოუტანეს, თუმცა სიმღერის ემოციურმა ძალამ წლების მერეც შეძლო მსმენელში რეზონანსის გამოწვევა, და საბოლოოდ ბოუის Space oddity-სთან ერთად მის ერთ ერთ ყველაზე დამამახსოვრებელ კომპოზიციად რჩება.


21 საუკუნეში, მიუხედავად სასცენო აქტიურობისა, ბოუიმ სულ 5 ალბომის ჩაწერა მოახერხა, მისი ბოლო ალბომი, Blackstar,  რიგით ოცდამეშვიდე სტუდიური ალბომია მის შემოქმედებაში, რომელიც 2015 წლის ნოემბერში გამოვიდა და არტისტის შემოქმედებაში ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბოუიმ ალბომზე მუშაობა მას მერე დაიწყო რაც სიმსივნის დიაგნოზი შეიტყო. ალბომი ერთგვარი გამომშვიდებაა, მისი ბოლო ნამუშევარი, რომელზეც არტისტი ჩუმად მუშაობდა და მის 69 წლის დაბადებისდღეზე გამოვიდა.


ბოუი წერდა სიმღერებს მარტოობაზე, დეპრესიაზე, ვნებაზე, ამბოხზე, ცხოვრებაზე და სწორედ მისმა ასეთმა გულახდილობამ, ახალგაზრდულმა ნაივურობამ გახადა ის ასეთი მნიშვნელოვანი მუსიკის ისტორიაში.


ბოუიმ შეძლო თავისი მსმენელისთვის სრული კრეატიული თავისუფლება შეეტავაზებინა, იყავი მეამბოხე, ჩაიცვი და მოიქეცი ისე როგორც შენ გსურს, სწორედ ამას უსვამდა ხაზს მისი შემოქმედებითა და სასცენო იმიჯით. დეივიდ რობერტ ჯონსი, იგივე ბოუი, საკუთარ ცხოვრებას როგორც სუბიექტს ისე აღიქვამდა და ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა, მაგრამ არასდროს ყოფილა პრეტენზიული და საკუთარ თავის გადააზრება იუმორითაც შეეძლო. ბოუი ამბობდა რომ კოსტიუმების ტარება მხოლოდ იმიტომ დაიწყო რომ არ იყო საკუთარ თავში, საკუთარ პერსონაში დარწმუნებულიყოველთვის მქონდა მოთხოვნილება, უფრო მეტი ვყოფილიყავი ვიდრე ადამიანი“, უამრავი ადამიანისთვის ბოუიმ მოახერხა კიდეც, ბევრად მეტი გამხდარიყო ვიდრე ადამიანი.


მიუხედავად როკ მუსიკის იმ ერისა რომელშიც ბოუი მოღვაწეობას იწყებდა, მას სხვა შემსრულებლებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა, გამოირჩეოდა არამარტო სიმღერის სტილით არამედ სასცენო იმიჯითაც, რომლის მიხედვითაც ბოუის დღემდე ერთ ერთ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად თვლიან.


ბოუი თავად გამხდარა ბევრი მუსიკოსისთვის ინსპირაციის წყარო, უილიამ ბასინსკიმ ბოუის გარდაცვალების შემდეგ ალბომი  A Shadow In Time მიუძღვნა, პერფორმანსი რომელსაც არტისტი დაკვრისას ასრულებდა, ლუიზიანაში გავრცელებული დაკრძალვის რიტუალით იყო ინსპირირებული.

ბოუის დიდ ბრიტანეთში 9 პლატინის და 11 ოქროს ალბომი აქვს გამოშვებული, ამერიკაში კი 5 პლატინის და 7 ოქროს ალბომი, მას კარიერის განმავლობაში 140 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული.


გარდა მუსიკალური კარიერისა ბოუი ხშირად იღებდა მონაწილეობას ფილმებშიც, მისი სამსახიობო კარიერიდან ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი ნიკოლას როიგის ფილმიაადამიანი რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა“ 1975 წელს გამოვიდა, ბოუი მისი პერსონაჟის მსგავსად, რომელიც მიწაზე ჩამოვარდნილი უცხოპლანეტელია, ხშირად ავლებდა თავისი ესტრავაგანტული ჩაცმის სტილითა და შემოქმდებით პარალელს ავლებდა, განსხვავებულსაკუთარ სხეულში შემთხვევით მოთავსებულ უცხოპლანეტელთან.