Marcel Breuer – Wassily Chair, Cesca Chair  1925


უნგრელი მოდერნისტი არქიტექტორი და დიზაინერი მარსელ ბროიერი ჯერ კიდევ მოსწავლე იყო ბაუჰაუსში, ვაიმარში, როდესაც თავისი ორი ცნობილი სკამის – Wassily Chair-ისა და Cesca Chair-ის დიზაინი შექმნა. ორივე მათგანი  მე-20 საუკუნის ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სკამის სიაშია.



ველოსიპედის ჩარჩოს შთაგონებით შექმნილი ბროიერის სკამი – Wassily Chair – დე შტეილის, იგივე ნეოპლასტიციზმის კონსტრუქტივისტული თეორიების გავლენით შეიქმნა. გავრცელებული ეჭვი, რომ  ბროიერმა სკამი მხატვარ ვასილ კანდინსკისთვის შექმნა, რომელიც იმავე დროს სწავლობდა ბაუჰაუსში, სიცრუეა. კანდინსკის სკამის უკვე დასრულებული დიზაინი ისე მოეწონა, რომ ბროიერმა მას დუბლიკატი გაუკეთა. სკამის სახელი – Wassily Chair წლების შემდეგ ჩამოყალიბდა.


ბროიერის ძალიან გავრცელებული სკამი – Cesca Chair 1920 წელს შეიქმნა და ის იყო ამ სტილის პირველი პროდუქტი, რომლის წარმოებაც მასობრივად დაიწყო. სკამის დიზაინი ბროიერმა რამდენჯერმე შეცვალა. დღეს სკამის მრავალი განსხვავებული ფასის რეპლიკა არსებობს. ბროიერის ორივე სკამის ოფიციალური მწარმოებელი დღემდე კომპანია კნოლია (Knoll).

Ludwig Mies van der Rohe – Barcelona Chair 1929


მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ლუდვიგ მის ვან დერ როეს არაერთი ავეჯის დიზაინი აქვს შექმნილიროგორც არქიტექტურაში, ისე პროდუქტის დიზაინშიც იკვეთება მისი “Less is more” პრინციპი.

ვან დერ როემ ცნობილი სკამი – Barcelona Chair – 1929 წელს ბარსელონის საერთაშორისო გამოფენაზე წარსადგენად გერმანული პავილიონისთვის შექმნა ლილი რაიხთან ერთად. ამ წელს, როდესაც თავად ესპანეთის მეფემალფონსო XII- გახსნა ექსპოზიცია, პირველად წარსდგა გამოფენაზე გერმანული პავილიონი. როგორც არქიტექტორი ამბობდა, ეს უნდა ყოფილიყომნიშვნელოვანი სკამი”. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბაუჰაუსის ეპოქის დიზაინერები ცდილობდნენ შეექმნათ ავეჯი ყველასთვის, ეს სკამი იყო გამონაკლისიის იყო შექმნილი ესპანეთის სამეფო ოჯახისთვის. ვან დერ როეს ამ პავილიონს კიმდიდრულ გერმანულ პავილიონადმოიხსენიებდნენ.


სკამი სამომხმარებლოდ პირველად მისივე პროექტში – Villa Tugendhat-ში გამოიყენეს.

სკამის დიზაინი 1950 წელს ოდნავ შეიცვალა და მასში დაიწყეს უჟანგავი ფოლადის გამოყენება. გერმანული პავილიონისთვის მხოლოდ ორი ეგზემპლარი შეიქმნა, მაგრამ იმ წლიდან დღემდე უწყვეტად უშვებენ.

Jean Prouve – Standard Chair 1934


ჟან პრუვესთვითნასწავლ ფრანგ არქიტექტორსა და ავეჯის დიზაინერსმიაჩნდა, რომ დიზაინის შექმნა მორალური საკითხიცაა. მისი დიზაინით შექმნილი მასობრივი წარმოების პროდუქტები განკუთვნილი იყო უმეტესად საავადმყოფოებისთვის, სკოლებისა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებისთვის. მეორე მსოფლიო ომის დროს პრუვეს ფაბრიკამ ფრანგი არმიისთვის ლითონის ჩაფხუტებიც კი შექმნა.


თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინი – Standard Chair  – 1934 წელს შექმნა ნენსის უნივერსიტეტისთვის. ის, რომ  მეტი დატვირთვა სკამის უკანა ფეხებზეა გადატანილი, პრუვემ დიზაინის ამოსავალ წერტილად აქცია. Standard Chair-ის წინა ორი ფეხი  წვრილი ფოლადის ელემენტისაა, უკანა ფეხები კი ვრცელი კვადრატული მილის, რითაც წონის სწორი გადანაწილება ხდება. დღეს სკამს კომპანიავიტრა” (Vitra) აწარმოებს.

Charles and Ray Eames (1945)


ჩარლზ და რეი იმსებმა 1941 წელს, ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ, დაიწყეს ხის ფანერებზე (Plywood) ექსპერიმენტების ჩატარებაუნდოდათ შეექმნათ კომფორტული და ყველასთვის ხელმისაწვდომი სკამის დიზაინი.  1946 წელს თავიანთი ექსპერიმენტული დიზაინის ნიმუშებიმომაშიწარადგინეს. ამერიკულმა ავეჯის კომპანია ჰერმან მილერმა  მაშინ დაიწყო იმსების სკამების წარმოება. 1957 წელს კი შვეიცარიულმა ავეჯის კომპანიავიტრამდაიწყო ჰერმან მილერთან თანამშრომლობით იმსების დიზაინის ავეჯის ევროპაში წარმოება. ცოლ-ქმარი დიდ გავლენას ახდენდა  “ვიტრასდიზაინერებზეც. დღემდევიტრაში”, როდესაც მნიშვნელოვან დიზაინერულ გადაწყვეტილებებს იღებენ, სვამენ კითხვასრას იტყოდნენ ამაზე ჩარლზი და რეი?

Eames Lounge Chair Wood – (1945) 1999 წელს The Times Magazine-ის მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო დიზაინად წოდებული სკამი.


La Chaise – (1948)



სკამი შეიქმნა MoMa- კონკურსისთვის სკულპტორისგასტონ ლა ჩაისის ნამუშევრის – Floating Figure-ის (1927) შთაგონებით. 1990 წელს  “ვიტრამმისი წარმოება დაიწყო.

DSR Chair (1948) მეტსახელად – The Eiffel Chair


Eames DAW Armchair (1950) – “ვიტრასთვისშექმნილი ცნობილი პლასტმასის სკამი


Lounge Chair and Ottoman – (1956) – ყველაზე კომფორტული სკამი, შეიქმნა ჰერმან მილერის ავეჯის კომპანიისთვის.


Eero Saarinen – Tulip Armchair (1955)


ამერიკელ-ფინელი არქიტექტორი და პროდუქტის დიზაინერი ეერო საარინენი ცნობილია თავისი ნეო-ფუტურისტული სტილით. მან 1940 წელს ჩარლზ და რეი იმსებთან ერთად გაიმარჯვასახლების ორგანული დიზაინის ავეჯის”  კონკურსში, სადაც მათ საერთო დიზაინით შექმნილი სკამი წარადგინეს.


ეერო საარინენის ეს ცნობილი დიზაინი – Tulip Armchair – 1955-56 წლებში შეიქმნა კომპანია კნოლისთვის (Knoll).  სკამი სპეციალურადაა შექმნილი ეეროსავე დიზაინის სასადილო მაგიდისთვის. საარინენს არ მოსწონდა სკამის სხვა ტიპური ფორმები, მათი გადატვირთულობა და უნდოდა შეექმნა ერთფეხიანი, მარტივი ფორმის პროდუქტი. სკამის ფუტურისტული მრუდე ფორმების გამო მას ფუტურისტულ-კოსმოსურ სტილსაც მიაკუთვნებენ. დღეს სკამი ინდუსტრიული დიზაინის კლასიკად არის წოდებული.

Eero Aarnio – Ball Chair (1963)


ფინელი ინტერიერის დიზაინერის, ეერო აარნიოს ცნობილი სკამი – The Ball Chair – 1966 წელს  პირველად გამოჩნდა კოლონის ავეჯის გამოფენაზე. როგორც თავად დიზაინერი ჰყვება, როდესაც ჰელსინკის ხელოვნების სკოლაში აბარებდა, ერთ-ერთი დავალება გულისხმობდა ადამიანის დახატვას, რომელიც სკამზე იჯდა და კითხულობდა. რადგან ადამიანების ხატვა კარგად არ გამოსდიოდა, აარნიომ დახატა ფიგურა, რომელიც დიდი ფორმატის გაზეთს კითხულობდა და მოქცეული იყო წითელ წრეში. აარნიო ფიქრობს, რომ ამ სკამის იდეა მაშინ დაებადა.

The ball Chair ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომელიც ბოჭკოვანი მინით (Fiberglass) არის შესრულებული.

აარნიო დღესაც, 85 წლის ასაკშიც, აქტიურად მოღვაწეობს დიზაინის სფეროში. მისი დიზაინის ნიმუშებით სამი ცნობილი კომპანია –  მაგისი (Magis)ასკო (Asko) და ადელტა (Adelta)  ქმნის პროდუქციას.

Oscar Niemeyer – The alta chair (1971)


ბრაზილიელი არქიტექტორი ოსკარ ნიმეიერი მოდერნისტული არქიტექტურის წარმომადგენელია. მისი სტილი ჰარმონიული და ელეგანტურია, მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც მონუმენტების სკულპტორს.


ოსკარ ნიმეიერმა პირველი ავეჯი – The Alta Chair  – თავის შვილთან, ანა მარია ნიმეიერთან ერთად 1971 წელს შექმნა. ნიმეიერის სკამის დიზაინი და ფორმები ძალიან ჰგავს მის არქიტექტურულ სტილს.

არქიტექტორის სკამის მწარმოებელია ავეჯის კომპანია – Mobilier de France.

ghost chair by philippe starck (2002)


ფილიპ პატრიკ სტარკი თანამედროვე ფრანგი დიზაინერია, მისი პროექტები მოიცავს როგორც ინტერიერის, ასევე ნავების და საათების დიზაინს. მან 2017 წელს საუკეთესო დიზაინერის წოდება მიიღო მილანის ავეჯის გამოფენაზე. ფილიპ სტარკი ასევე ცნობილია დიზაინერ პიერ კარდენთან თანამშრომლობითაც. გამორჩეულია მისი დიზაინით შექმნილი სკამი – Louis Ghost Chair, რომელიც სტარკმა კომპანია კარტელისთვის (Kartell) შექმნა


ლუის XVI-ის, ანუ მე-18 საუკუნის დროინდელი სკამის შთაგონებით შექმნილი სტარკის Louis Ghost Chair არც ისე ძვირად ღირებული მოდერნისტული პროდუქტია. დიზაინი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოგვიანებით სტარკმა კარტელთან ერთად კიდევ ერთი, იგივე კონცეფციის სკამი შექმნა – Victoria Ghost Chair. სკამი მზადდება პოლიკარბონატისგან. თავდაპირველი ნიმუში გამჭვირვალეა, მაგრამ მოგვიანებით კარტელმა მათი სხვადასხვა ტონში წარმოება დაიწყო.