ხელოვნება
South Caucasian Women Photography-Panel Discussion/Screening
ოთხშაბათს, 12 თებერვალს, 19.00 საათზე თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში მულტიმედიური პროექტების საჯარო პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სამხრეთკავკასიელი ფოტოგრაფი ქალების მიერ შეიქმნა. მანო სვანიძე, ნატა სოფრომაძე, ანკა გუჯაბიძე, ლილიტ მატევოსიანი, ანაჰიტ ჰაირაპეტიანი, ნატა ვაჰაბოვა და მელეკ ბაირამლი ის ფოტოგრაფები არიან, რომლებიც ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ფოტოგრაფი ქალების მიერ შექმნილ მულტიმედიური პროექტების ჩვენებას და დისკუსიას მოიცავს, რომლებიც მათ ქვეყნებში არსებულ სოციალურ პრობლემებს ასახავს.
Tbilisi Architecture Biennial Book Presentation
14 თებერვალს სასტუმრო “რუმსში” თბილისის არქიტექტურის ბიენალეს წიგნის - „მხოლოდ შენობები არ კმარა“ პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა თავს უყრის ყველა იმ ძირითად აქტივობასა და კვლევას, რომლებიც 2018 წელს თბილისის პირველი არქიტექტურის ბიენალეს დროს ჩატარდა. გარდა წიგნის პრეზენტაციისა, ღონისძიების ფარგლებში ბიენალეს სამუშაო ჯგუფი ასევე წარმოგიდგენთ 2020 წლის ბიენალეს გეგმებსა და კონცეფციას.
მუსიკა
Zagareli/Kordz/DRO/Eko/SvanSikh/Nikakoi/Tusia Beridze/Anushka
15 თებერვალს MonoHall-ში ჩვენი დროის წამყვანი ქართველი მუსიკოსების საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე წარდგებიან მუსიკოსები: გიორგი ცაგარელი, KORDZ, DRO, ერეკლე დეისაძე, Nikakoi, ტუსია ბერიძე, SvanSikh და ანუშკა ჩხეიძე. კონცერტზე შემოსული მთელი თანხა გადაერიცხება მარიამ კალომლეწავს, 20 წლის გოგონას, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის.
Sazamtro - ანუ სიყვარული წმინდა მთაზე
"ადამიანებს ყოველთვის სურთ, იცეკვონ ისე , თითქოს არავინ უყურებს, იმღერონ ისე, თითქოს არავინ უსმენს და იცხოვრონ ისე, თითქოს სამოთხე დედამიწაზეა. და რაკი ჩვენ ვცხოვრობთ მუსიკით, პასუხიც მარტივად ვიპოვეთ: ვერაფერს გააკეთებ, რის გაკეთებაც შეუძლებელია, ვერაფერს იმღერებ, რის მღერაც შეუძლებელია, ვერაფერს ჩაიდენ, რის ჩადენაც შეუძლებელია.
და რაც შესაძლებელია, იმის გასაკეთებლად ერთადერთი რამ გვჭირდება - სიყვარული. სიყვარული ყოვლისშემძლეა. მას შეუძლია დაგვაკავშიროს ან ისევ დაგვაშოროს. როცა ვინმეს ძლიერად უყვარხარ, ძლიერდები, და როცა თავად გიყვარს ვინმე, უფრო გაბედული ხარ". - ვკითხულობთ "საზამთროს" ღონისძიების პრესრელიზში, რომელიც 14 თებერვალს ეზოს ტერიტორიაზე გაიმართება.
თეატრი/კინო
დემონები - სამეფო უბნის თეატრი
12 და 14 თებერვალს სამეფო უბნის თეატრში მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი - “დემონები” გაიმართება. როგორც სპექტაკლის შესახებ ვკითხულობთ, ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს. დაპირების მიუხედავად, მის ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემს. "დემონები" ლარს ნურენის პიესის პირველი დადგმაა საქართველოში.
პარაზიტი
რამდენიმე ოსკარის მფლობელი ფილმი - "პარაზიტი" კვლავ დაბრუნდა საქართველოს კინოთეატრებში და მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს, საშუალება აქვს წლის საუკეთესო ფილმს დიდ ეკრანზე უყუროს.
1917
ოსკარის 3 ჯილდოს მფლობელი ბრიტანული ფილმი - 1917, რომელიც რეჟისორ სემ მენდესს ეკუთვნის, ამჟამად საქართველოს კინოთეატრებში თითქმის ყოველდღე გადის.
დაწერე კომენტარი