ჟოან მირო, Bleu Triptych (Bleu I, II & III), 1961
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი სურეალისტი ჟოან მირო არ შემოიფარგლება ერთ ფერსა ან მედიუმში მუშაობით, ლურჯმა ფერმა მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ლურჯი ნამუშევრების სერიაზე, სახელად “ოცნებების ნახატები” მირო 1925-27 წლებში მუშაობდა. ეს კონკრეტული ნამუშევარი მირომ 1961 წელს შექმნა, მაშინ როდესაც ის კარიერულ პიკში იყო და ძიების დიდი გამოცდილება ჰქონდა.
bleu ნამუშევრებზე საუბრისას მირომ ახსენა, რომ ცა მას გადამეტებულ ემოციას ანიჭებს. ამ გრძნობის გადმოცემა ცადა მან bleu ტრიპტიხში, 3 ფერწერულ ნამუშევარში, რომელშიც ლურჯ ფერს ღამის ცის სიმბოლოდ წარმოადგენს. მიროსთვის დამახასიათებელი სიმბოლიკა ნამუშევარში ხელს უწყობს მაყურებელს აღიქვას ლურჯი ფერის უკიდეგანო სიღრმე.
ბარნეტ ნიუმანი, Onement VI, 1953
ბარნეტ ნიუმანი ამერიკელი აბსტრაქტულ ექსპრესიონისტი ხელოვანია, რომელიც ხშირად ასოცირდება იმ ხელოვანების ჯგუფთან, რომლებიც ფერების მოტივებზე მუშაობდნენ. ლურჯი ფერი ხელოვნების ისტორიაში ასოცირდება სამოთხესთან, სულიერებასთან. ეს მოტივი გვხვდება ნიუმანის დიდი ზომის ლურჯ ტილოებშიც. ხშირად მსგავსი ტიპის ნამუშევრებს მაყურებლები შორიდან აკვირდებიან, მაგრან ნიუმანმა განაცხადა, რომ მისი ნამუშევრები ახლო დისტანციიდან უნდა იყოს აღქმული. ეს იმიტომ, რომ ნამუშევარმა სრულიად მოიცვას მაყურებლის მხედველობის ჰორიზონტი და რელიგიური გამოცდილება შექმნას.
ჯეიმს ტურელი, skyspaces, 1974
ტურელის ამ ნამუშევრების სერია ჭერში მრგვალ, ოვალურ ან ოთხკუთხედ ფანჯარას მოიცავს, რომლის მიზანიცაა ცის ხედის წარმოჩენა. ნამუშევრების ეს სერია, სპეციალურ სტრუქტურებსა და უკვე არსებულ არქიტექტურულ შენობებშია შემუშავებული. ტურელი არის ხელოვანი, რომელიც ტრანსენდენტური გამოცდილებების შექმნაზე მუშაობს. შუქის და გეომეტრიის დახმარებით ნამუშევრები ამ სერიიდან კოსმოსური აღმოჩენის საშუალებას გვთავაზობენ. ეს სიმბოლური არქიტექტურა, რომელსაც ტურელი ქმნის, აფართოების ჩვენი აღქმის შესაძლებლობებს.
დერეკ ჯარმანი, Blue, 1993
ბრიტანელმა ავტორმა, არტისტმა და რეჟისორმა დერეკ ჯარმანმა Tate museum-ში 1974 წელს ივ კლეინის ნამუშევარი IKB79 ნახა, რის შემდეგაც მასზე დააფუძნა ფილმი. ჯარმანს 1986 წელს დაუსვეს HIV ვირუსის დიაგნოზი. იმ წამლების შედეგად, რომელსაც ის იღებდა, ჯარმანი სამყაროს თითქოს ლურჯი ფილტრიდან უყურებდა. ამ გამოცდილების გამო კლეინის ეს ნამუშევარი გამოიყენა, როგორც ფონი თავისი 79წუთიანი ექსპერიმენტული ფილმისთვის.
ფილმის განმავლობაში თავად ავტორი და რამდენიმე მსახიობი კითხულობენ სცენარს, რომელიც ეხება ლურჯი ფერის სხვადასხვა ინტერპრეტაციას, ეპიზოდურ მომენტებს პერსონაჟი blue-ს ცხოვრებიდან და ჯარმანის გამოცდილებას ამ მომაკვდინებელ დაავადებასთან. ფილმის მუსიკა დაწერილია ბრაიან ენოს და ერიკ სატის მიერ, რომელსაც თან საათის წიკწიკი და სხვა ხმები დასდევს. ზოგადი აურა ნერვიული და შფოთვის შეგრძნებას ტოვებს. ჯარმანი გარდაიცვალა 1993 წელს, 1 წლის მერე, რაც ფილმზე მუშაობდა დაასრულა.
ანიშ კაპური, A Wing at the Heart of Things, 1990
ეს ნამუშევარი ანიშ კაპურის იმ პერიოდს მიეკუთვნება, როცა ის სკულპტურებში ხშირად იყენებდა ინტენსიურ ლურჯ ფერს. კაპურის ეს ნამუშევარი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, იმ მოტივებზე მიგვითითებს, რომელიც ხშირად გვხვდება ამ ფერის გამოყენებისას. ეს არის სულიერება და სპიტირუალურობა. კაპური ამ სკულპტურების საშუალებით ფიზიკური ობიექტის, სულიერ ობიექტად გარდაქმნას ლამობს. ცა ტრანსფორმაციას განიცდის და ხდება ფიზიკური ობიექტი.
ტრეისი ემინი, I Listen to the Ocean and All I Hear Is You, 2011
ტრეისი ემინი თანამედროვე ბრიტანელი ხელოვანია. ის ხშირად იყენებს ლურჯ ფერს თავის ნახატებსა და ნეონის ნამუშევრებში, როდესაც მისი მიზანი სევდიანი, მელანქოლიური ან ტრაგიკული გრძნობების გადმოცემაა. მისი ეროტიკული ნამუშევრები და ნეონის სკულპტურები ხშირად ეხება რომანტიკულ წარუმატებლობას. ლურჯი ფერი ასოცირდება მელანქოლიასთან და სევდასთან. ამ ნამუშევრით ემინი სწორედ ასეთ გრძნობებზე საუბრობს. ემინი ნეონის ნამუშევრებში საკუთარ ხელწერას მიმართავს. მისი საოცარი გულახდილობა ქმნის ნამუშევრებს, რომლებიც სუფთად და უშიშრად გადმოცემენ ყველა ემოციას.
დაწერე კომენტარი