რთული და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდის მიუხედავად, ნინოშვილის ქუჩაზე სულ ახლახან მარტივი, თუმცა ამავე დროს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კონცეფციის რესტორანი - "სატაცური" გაიხსნა. ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური და სანიტარული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით „სატაცური“ მხოლოდ Takeaway & delivery ფორმატით მუშაობს. თუმცა იმედია, სულ მალე, როდესაც მდგომარეობა ჩვეულ ცხოვრების წესს დაუბრუნდება „სატაცური“ სტუმრებს მისთვის დამახასიათებელ კულინარიული, დიზაინის და სერვისის ხელწერით, მომსახურების სრულ სპექტრს შესთავაზებს.
რესტორანი "სატაცურის" მენიუ, რომელიც შეფ მზარეულ ლუკა ნაჭყებიას ეკუთვნის, თინათინ ძირკვაძის ინტერიერის განსაკუთრებული დიზაინი და თავისუფალი გარემო, რომელიც დავით მაჭავარიანის ილუსტრაციებით შეიქმნა, ერთდროულად, კაფესა, რესტორანის და ბარის კონცეფციას აერთიანებს, თუ რომელში გაატარებთ სასიამოვნო დროს, ეს მხოლოდ თქვენს გუნება-განწყობაზე და თქვენი ვიზიტის დროის შერჩევაზეა დამოკიდებული.
კაფე "სატაცური", როგორც დემოკრატიული და თავისუფალი სივრცე, ის ადგილია, სადაც ლანჩზე შემოვლა, წახემსება, “Specialty” ყავის თუ სხვა გამაგრილებელი სასმელების დაგემოვნება, მეგობრებთან შეხვედრა ან სულაც სამუშაოდ კომფორტულად განმარტოებაა შესაძლებელი.
რესტორანში შეგეძლებათ ოჯახის წევრებთან თუ კოლეგებთან ერთად სადილის ან ვახშმის დროს დაჯავშნოთ მაგიდა ან უბრალოდ შემოიაროთ და საერთაშორისო კულინარიით შთაგონებული, ქართულ გემოებთან არაჩვეულებრივად შეზავებული უგემრიელესი კერძები მიირთვათ. ხოლო მცირე ქართული მარნების მიერ შეთავაზებული ღვინის ფრთხილად შერჩეული ნიმუშები გაამრავალფეროვნებს თქვენ კულინარიულ გამოცდილებას.
„სატაცურში“ ასევე შეძლებთ სპეციალურად შექმნილ სავაჭრო დახლებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნაპოვნ კულინარიულ აღმოჩენებს გაეცნოთ და სახლში გაიყოლოთ მცირე მეწარმეების მიერ შექმნილი გამორჩეული მზა პროდუქცია, რომელსაც მაღაზიებში იშვიათად თუ წააყდებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ავთენტური ქართული ინგრიდიენტების გამოყენებას სახლში საკუთარ კულინარიულ ექსპერიმენტებში შეძლებთ.
აქ პარასკევი საღამოს და სხვა თავისუფალ დღეებში საღამოების მხიარულად გასატარებლად შესანიშნავი ატმოსფერო დაგხვდებათ. ბარში, სადაც ყოველთვის ჟღერს სასიამოვნო მუსიკა, სტუმრები მეგობრებთან ერთად ალკოჰოლური და სხვა სასმელების ფართო არჩევანის თანხლებით დროს ცოცხალ და დინამიკურ გარემოში გაატარებენ.
„სატაცური“-ს სტუმრებისათვის ყოველივე ხელმისაწვდომი მალე გახდება ! მანამდე კი ... არ შეყოვნდეთ, რადგან უკვე შეგიძლიათ „სატაცურის“ ახლად გამზადებული კერძები დააგემოვნოთ Wolt-სა და Glovo-ს მიტანის სერვისების მეშვეობით ან უბრალოდ შეირბინოთ და თან გაოიყილოთ ისინი ნინოშვილის ქ. 2-ში. მეტი დეტალებისათვის ეწვიეთ „სატაცურის“ ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდებს.
დაწერე კომენტარი