ბრენდი “ახალი ნათება” დიდი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე (და არა მხოლოდ) წამყვანი კომპანიაა განათებისა და არქიტექტურის მიმართულებით. ეს კი ბრენდის იმ ღირებულებების დამსახურებაა, რომელიც პროდუქციის ხარისხსა და ვიზუალურ დახვეწილობას დიდ ყურადღებას აქცევს. ამასთან, “ახალი ნათების” მიზანი დასაწყისშიც და ახლაც სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას გულისხმობს, რაც პირველ რიგში, განათების კულტურის პოპულარიზაციაში გამოიხატება. გამორჩეული დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის სანათი პროდუქციის გარდა “ახალი ნათება” 2013 წლიდან მომხმარებლებს პრემიუმ კლასის ავეჯის სალონ “ფორუმში” იწვევს, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ერთ სივრცეში მსოფლიო ბრენდების ავეჯის, განათებისა და აქსესუარების კომფორტულად შესარჩევად. ავეჯის სალონ “ფორუმში” მომხმარებელს როგორც საძინებლის, მისაღებისა და საოფისე სივრცისთვის განკუთვნილი ავეჯის, ასევე ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალური გარე გამოყენების პროდუქციის დათვალიერება და შერჩევაც შეუძლია. “ფორუმში” პრესტიჟული ბრენდების მიერ წარმოებული გარე ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, რომელთა პროდუქციაზეც აგვისტოში 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
VONDOM
“ფორუმში” წარმოდგენილ გარე ავეჯის მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ესპანური ბრენდი VONDOM-ია, რომელიც უამრავი საერთაშორისო პრიზის მფლობელია. VONDOM სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ექსკლუზიური დიზაინის, მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და რომელიც ერთი შეხედვით მარტივ სივრცეს ექსტრაორდინარულ, გლამურულ და უნიკალურ ხასიათს ანიჭებს. ბრენდი ძირითადად ექსტერიერისთვის განკუთვნილ ავეჯს, განათებას, ხალიჩებს და საყვავილე ქოთნებს აწარმოებს. ნოვატორი კომპანიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა პროდუქციის დიზაინს ენიჭება, შესაბამისად, VONDOM ისეთ ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: სტეფანო ჯოვანონი, ხავიერ მარისკალი, ლუდოვიკო და რობერო პალომბა. ვალენსიაში წარმოებული პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება. VONDOM-ის წარმოებული თითოეული მოდელი უნიკალური ინდივიდუალიზმით ხასიათდება, რომელიც თანამედროვე დიზაინის ავანგარდს, სიმარტივესა და ბალანსს აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ ესპანური ბრენდის ავეჯი ხელოვნების ნიმუშს უტოლდება, რომელიც კომპანიის მიზანს, დაამკვიდროს ავეჯისა და დეკორაციების ახლებური ხედვა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
New Garden
ესპანური ბრენდის, New Garden-ის ისტორია პოლიეთილენისგან დამზადებული სხვადასხვა ფერისა და ტექსტურის მქონე ყვავილების ქოთნებით იწყება, რომელიც ძალიან მალე მთელ ქვეყანაში პოპულარული გახდა. კომპანიამ მალე ორიგინალური განათებების წარმოება დაიწყო, რომელიც ასეთივე წარმატებით სარგებლობდა ლოკალურ სივრცეში. მოკლე დროში კი New Garden-მა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მათი პროდუქციაც უფრო მრავალფეროვანი გახდა. ბრენდის ინოვაციური დიზაინის მქონე განათებებს, მაგიდებს, სკამებს, ქოთნებსა თუ ტორშერებს “ფორუმის” შოურუმში აღმოაჩენთ, რომელიც პრაქტიკულობასთან ერთად, უმაღლესი ხარისხითაც გაგაკვირვებთ.
Nardi
იტალიური ბრენდი Nardi უკვე 25 წელზე მეტია, რაც მთელ მსოფლიოში სადა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. საზაფხულო ნათელი ფერები და მარტივი ფორმები ბრენდის ხელწერის განუყრელი ნაწილია, რომელიც ყოველდღიურ მომენტებს განსაკუთრებულად აქცევს. Nardi-ის პროდუქცია იდეალურია როგორც სადღესასწაულო დღეებისთვის, ისე თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. იტალიელი დიზაინერის, რაფაელო გალიოტოს არტისტული ხედვა Nardi-ის პროდუქციის განმსაზღვრელია, რომელიც მუდამ ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციებისკენ ისწრაფვის. “ფორუმში” Nardi-ის წარმოებულ კომფორტულ და ხარისხიან სკამებს, მაგიდებს და შეზლოგებს აღმოაჩენთ, რომლებიც თავიდან ბოლომდე მომხმარებლის მოთხოვნებზეა მორგებული.
Life
ჰოლანდიური ბრენდი Life, რომლის კომფორტული პროდუქცია ავეჯის სალონ “ფორუმში” დაგხვდებათ, დახვეწილი დიზაინითა და ფუნქციურობით გამოირჩევა. ბრენდის მიზანს მომხმარებლზე ზრუნვა და კეთილდღეობა წარმოადგენს, რაც მათ თითოეულ პროდუქტში გამოიხატება. წყალგაუმტარი გარე ავეჯი კი ჰოლანდიური კომპანიის მთავარ ფასეულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ფორმის, ფერისა და ტექსტურის ავეჯს ეძებთ. “ფორუმში” წარმოდგენილი ამ და სხვა ევროპელი მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია თქვენს მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს და მეტიც, შერჩევის პროცესს უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს გახდის.
დაწერე კომენტარი