1 სექტემბრიდან კოკა რამიშვილი იწყებს ახალ ექსპერიმენტულ ინტერდისციპლინარულ ონლაინ კლასს, რომელშიც შედის:
1. ექსკურსი ვიზუალური ენის შემუშავებაში - მისი გამოვლენა და ევოლუცია
ფოტოგრაფიისა და სხვა ვიზუალური დისციპლინების მაგალითზე;
2. ფოტოგრაფია, როგორც ნახატი;
3. ფერწერის გავლენა ფოტოგრაფიაზე და ფოტოგრაფიისა - ფერწერაზე;
4. ინფორმაციის და გამოსახულების ეკოლოგია;
5. პრაქტიკული სწავლება;
6. ონლაინ პრეზენტაცია;
7. დავალებები;
აღნიშნული კურსი არის მათთვის, ვისაც ინტერდისციპლინარული შემოქმედების შესწავლა სურს. უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს და მათ, ვინც იცნობს ფოტოგრაფიასა და ვიზუალური ხელოვნების ძირითად პრინციპებს, აქედან გამომდინარე, კურსი დამწყებთათვის არ არის.
პირველ ეტაპზე გამოგზავნილი პორტფოლიოებიდან შეირჩევა არაუმეტეს შვიდი სტუდენტისა. პორტფოლიო უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას თქვენსა და თქვენი საქმიანობის შესახებ (არაუმეტეს 100 სიტყვისა), ნამუშევრებს (არაუმეტეს 7 ნამუშევრისა) ან შეგიძლიათ გააგზავნოთ პორტფოლიოს ლინკი.
კურსის პირველი ეტაპი ერთი თვე გაგრძელდება. კლასი ჩატარდება
კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში. 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე. შეხვედრები შედგება ონლაინ რეჟიმში Zoom პროგრამაში.
დამატებითი ინფორმაცისთვის მიმართეთ კოკა რამიშვილის ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებს:
https://www.facebook.com/koka.ramishvili კოკა რამიშვილის ფეისბუქ გვერდი
https://www.instagram.com/koka_ramishvili/ კოკა რამიშვილის ინსტაგრამ გვერდი
https://www.facebook.com/A7K8A7K5 კლასის ფეისბუქ გვერდი
Blue, Red and White - 2020 © Koka Ramishvili
Hasselblad, X1D, 45 mm
Red - 2020 © Koka Ramishvili
Hasselblad, X1D, 45 mm
Blue - 2020 © Koka Ramishvili
Hasselblad, X1D, 45 mm
დაწერე კომენტარი