1991 წლის 6 აგვისტოს ინტერნეტი ყველასთვის მისაწვდომი გახდა და ჩვენი სამყარო სამუდამოდ შეცვალა. World Wide Web – საზოგადოებრივი ინტერნეტის პირველი ვერსია – ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ტექნოლოგიის დემოკრატიზაციის გზაზე, რამაც განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ჩაუყარა საფუძველი.

21-ე საუკუნეში ციფრული სამყარო თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, მაგრამ პირველად ეს პროცესი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. Net.Art ინტერნეტსივრცეში არსებული ხელოვნების ნიმუშებია, რომელიც ხშირად ძალიან რადიკალური და ტრადიციული ინსტიტუციებისგან დაუფასებელი იყო.

Net ხელოვანებს საშუალება მიეცათ შეექმნათ განსხვავებული ხელოვნება ახალ მედიუმში, რომელიც ამავდროულად ადვილად ხელმისაწვდომი იქნებოდა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან და ამასთანავე არ იქნებოდა შებოჭილი ხელოვნების ინსტიტუციებით, მათი წესებითა და სტიგმებით. შესაბამისად, ხელოვნებაში საფუძველი ჩაეყარა ფიზიკური სამყაროს ციფრულ სამყაროში გადასვლას.

ხშირად Net.Art ინტერაქტიულ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ვებგვერდებსა და პორტალებში იღებს მანიფესტაციას. Net.Art მოიცავს ხელოვნებას, რომლის “თეთრი კუბიცაა” World Wide Web  და რომლის მედიუმებიცაა – ვებგვერდები, სკრიპტები, კოდირება, ძიების და სხვა ტიპის პორტალები და უამრავი რამ, რაც საზოგადოებრივ ინტერნეტთან ერთად დაიბადა.

Hammock Magazine წარმოგიდგენთ 90-იანი წლების რამდენიმე საინტერესო Net.Artს:

VUK COSIC

Deep ASCII, 1998




სერბი ხელოვანის, Vuk Cosic-ის ნამუშევარი Deep ASCII კოდირების ენას, the American Standard Code for Information Interchange-ს (ASCII) იყენებს. ეს კოდი ინგლისურ ასოებს binary integer variable-ად თარგმნის. ამ კოდური ენის გამოყენება მალევე ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა დაიწყეს იმისთვის, რომ იმიჯები შეექმნათ. ეს ინტერნეტპორნოგრაფიის ერთ–ერთი საწყისი იყო. რადგან ამ პერიოდში ფოტოების ჩატვირთვას დიდი დრო სჭირდებოდა, ეს კარგი საშუალება აღმოჩნდა იმისთვის, რომ სასურველი გამოსახულება სხვა ფორმით ყოფილიყო მიღებული. Vuk Cosic-მა 1972 წლის საკულტო პორნოგრაფიული ფილმი Deep Throat, ASCII ენაზე გადათარგმნა. 

OLIA LIALINA

My Boyfriend Came Back From the War, 1996






ოლია ლილიანა Net.Art-ის ერთ–ერთი ცენტრალური ფიგურაა. საბჭოთა კავშირის დაშლის დროსა და World Wide Web-ის შექმნას შორის ძალიან ცოტა სხვაობაა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირში დაბადებული ხელოვანებისთვის ინტერნეტი ძალიან საინტერესო “ხელსაწყო” აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ რეჟიმის ჩაკეტილ ინფორმაციულ და ფიზიკურ საზღვრებს. My Boyfriend Came Back From the War ვებფეიჯზე არსებული netfilm-ია, რომელიც გვიამბობს ისტორიას უსახელო საყვარელ ადამიანზე, რომელიც დაუზუსტებელი კონფლიქტიდან ბრუნდება. netfilm ამას შავ– თეთრი იმიჯების და ტექსტის საშუალებით გვიყვება. ეს ნამუშევარი საინტერესოა, რადგან 90-იან წლებში შექმნილი net.art-ის უმეტესობა ინტერნეტის ტექნიკურ მხარეს უფრო იკვლევდა, ვიდრე ემოციებს და ნარატივს. 

Brandon Shu

Lea Cheang, 1998





Shu Lea Cheang-ის Brandon net.art-ის და cyberfeminism-ის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. Brandon პირველი ვებნამუშევარია, რომელიც Guggenheim-ის მუზეუმმა შეიძინა. ეძღვნება ბრენდონ ტენას, ახალგაზრდა ტრანს მამაკაცს ნებრასკიდან, რომელიც გააუპატიურეს და მოკლეს 1993 წელს ნებრასკის შტატში. ნამუშევარი აერთიანებს ბრაუზერ pop-up-ებს, chat room-ს, კონფერენციების ლაივსსტრიმებს. იმ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც Bradon მოქმედი ნამუშევარი იყო, ნებისმიერ იუზერს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მონაწილება მიეღო და შეეცვალა ნარატივი, რომელიც გენდერის, ტრანსიდენტობის და ტექნოლოგიის გარშემო ტრიალებდა. Brandon იყენებს ტექნოლოგიას როგორც საშუალებას, რომ დაანგრიოს გენდერული როლები როგორც ციფრულ, ასევე ნამდვილ სამყაროში. ნამუშევარი ასევე უფრო ფართოდ განიხილავს იმას, თუ რას ნიშნავს ფიზიკური, ციფრული თუ მენტალური არსებობა.

SKINONSKINONSKIN

ENTROPY8ZUPER! 1999





1999 წელს Auriea Harvey-მ და Michaël Samyn-მ ერთმანეთი ვებგვერდ hell.com-ზე გაიცნეს და რომანტიკული ურთიერთობა დაიწყეს – ერთმანეთს ინტერაქტიულ ვებგვერდზე Flash-ით, აუდიოთი, ტექსტით და იმიჯებით ეკონტაქტებოდნენ. მალევე ეს “სასიყვარულო წერილები” გაუზიარეს მათ, ვინც ნამუშევრის სანახავად ფულს გადაიხდიდა, ანუ subscriptions-ის გაუკეთებდა მათ პროექტს. ნამუშევრის ფოკუსშია არტისტული კოლაბორაცია, რომანტიკული სიყვარულის სინთეზი და მათი ახლო კავშირი. SKINONSKINONSKIN-ის ნამუშევარი ეხება ონლაინ ინტიმურობას, რომ ონლაინ სამყაროში შექმნილი და გადაცემული გრძნობები ღრმა და ნამდვილია. 

BODIES© INCORPORATED

VICTORIA VESNA, 1996





საკუთარი თავის ციფრული ავატარების შექმნა სხვადასხვა Chatroom-ში ძალიან პოპულარული იყო 90-იან წლებში. ავატარები, ანუ ალტერ ეგოები ინტერნეტსივრცეში საკუთარი თავის რეალიზაციის, ახალი პერსონის ჩამოყალიბების და თვითგამოხატულების საშუალებაა. ხშირ შემთხვევაში chatroom-ებში ავატარები სტერეოტიპულ სოციალურ სტატუსებს იძენდნენ, მიუხედავად მათი შემოთავაზებული გზისა – გვეარსება სრულიად ალტერნატიულად.

ვესნას Bodies© INCorporated 90-იანების ინტერნეტსივრცის ამ ტენდენციას ეხმაურება, მომხმარებელს აძლევს საშუალებას შექმნას საკუთარი ავატარი, მაგრამ საიტზე ხაზგასმულია ავატარის ციფრული სხეული, როგორც კომერციული ობიექტი. საიტი დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს საკუთარი ავატარის შექმნისას, მაგრამ ეს მხოლოდ იმის შემდეგ ხდება, რაც იუზერი ყველანაირ უფლებასა და საკუთრებაზე უარს ამბობს.

ვესნა ნამუშევარში ბევრ ისეთ კითხვას სვამს, რომელიც დღეს კიდევ უფრო რელევანტური ჩანს, მაგალითად, რა ფასი აქვს იდენტობის ჩამოყალიბებას მაშინ, როდესაც მოქმედება წინასწარ განსაზღვრულ კონსუმერისტულ კულტურაში ხდება?* (rhizhome.org)