455 მილიონ დოლარად შეფასებული პიერკარდენის სახლი – „Palais Bulle“ ანუ ბუშტების სასახლე – 70-იანი წლებში ფრანგი მეწარმის, პიერ ბერნარდის მიერ დაკვეთით, უნგრელი არქიტექტორის, ანტილოვაგის მიერაა დაპროექტებული. სამწუხაროდ, ბერნარდი სახლის დასრულებას ვერ მოესწრო, თუმცა ამ განსხვავებულმა შენობამ 1991 წელს ცნობილი ფრანგი დიზაინერის, პიერკარდენის ყურადღება მიიპყრო და მალევე კარდენი სასახლის მფლობელი გახდა.
„PalaisBulle“ ლოვაგის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია; შენობა საუკეთესოდ გამოხატავს არქიტექტორის იდეოლოგიას – არქიტექტურა უნდა იყოს სპონტანური, სახალისო და სიურპრიზებით სავსე. მისი აზრით, სწორხაზოვანი არქიტექტურა „აგრესიულია ბუნების მიმართ“, რადგან ბუნებაში უმეტესად წრიული ფორმები გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ლოვაგის უნიკალურ სტილს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, არქიტექტორს არცთუისე გრძელი კლიენტების სია აქვს. ამის მიზეზი კი ალბათ მისივე პირობებია – „არვიცი როგორი იქნება, არვიცი როდის დამთავრდება, არვიცი რა დაჯდება.“
ქალაქ კანის მახლობლად მდებარე „Palais Bulle“ ვულკანური აგებულების ესტრელის მასივზეა განლაგებული და ხმელთაშუა ზღვას გადმოჰყურებს. შენობის სტრუქტურა, რომელიც 13 000 კვადრატულ ფუტზეა გაშლილი, 28 სფეროსებრი ოთახისგან შედგება (მათ შორისაა 10 საძინებელი) და მოიცავს სამ აუზს, რამდენიმე ბაღს და 500-კაციან ამფითეატრს.”Palais Bulle”-სტერასიდან და ფართოაუზიდან ზღვის 180-გრადუსიანი ხედი იშლება. ყველა საძინებელი ინდივიდუალურადაა მორთული თანამედროვე არტისტების, მათ შორის პატრის ბრეტეუსა და ჯერომტი სერანდის მიერ.
კარდენის მფლობელობის პერიოდში “Palais Bulle“ ბევრი სამახსოვრო ღონისძიების მომსწრე გახდა, რომელთა შორისაა დიორის 2016 წლის კოლექციის ჩვენება და ჯეიმს ბონდის 40 წლის იუბილეს აღნიშვნა.
დაწერე კომენტარი