ლუკა გუადანინო ცნობილია საკულტო ფილმებით – I am Love, A Bigger Splash, Call Me By Your Name და Suspiria. აღსანიშნავია თითოეულ ფილმში გამოყენებული გადასაღები მოედნები, რომელთა ყურება იტალიურ ატმოსფეროს ქმნის. მაყურებლების განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ვილა ალბერგონის სამხრეთ Moscazzano-ში (Call Me By Your Name) და ტენუტა ბორგიას საკუთრებას კუნძულ Pantelleria-ზე (A Bigger Splash). სიცილიასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის და სამხრეთ Moscazzano-ში მდებარე ვილებმა რეჟისორის, როგორც ინტერიერის დიზაინერის მიმართ დაინტერესება გამოიწვია.
რეჟისორის დიდი ხნის ოცნება იყო ინტერიერის დიზაინერობა, რაც 47 წლის ასაკში აიხდინა, როცა მისმა მეგობარმა, იტალიური ონლაინ მაღაზიის, YOOX-ის მფლობელმა, ფედერიკო მაჩეტიმ კომოს ტბასთან მდებარე მე-19 საუკუნის ყოფილი აბრეშუმის წისქვილის ინტერიერის დიზაინის შექმნა სთხოვა მისთვის და მისი პარტნიორისთვის, ჟურნალისტ კერიოლსენისთვის.
რადგან გამოცდილი რეჟისორი პროფესიით ინტერიერის დიზაინერი არიყო, მან არქიტექტორ გიული ოგირარდისთან ერთად 150-
კაციანი გუნდი შეკრიბა, რათა ყველა დეტალი წინასწარ გაეთვალათ. გუადანინომ ინტერიერის ფერები მეპატრონეების სურვილის მიხედვით აარჩია. სახლის მფლობელი ცოლ-ქმარი სხვადასხვა ქვეყნიდანაა და სწორედ ამიტომ გამოიყენა ასეთი ფერთა გამა.
სახლის ინტერიერში შეხვდებით გიო პონტის ვინტაჟურ ავეჯს, მარმარილოს მაგიდას ერმესისგან და ინტერიერის სხვადასხვა დეტალს, რომელზეც ამერიკელმა არქიტექტორმა და დიზაინერმა ჯორჯნაკა შიმამ იმუშავა. ოთახის კედლები დაფარულია ხის დეკორატიული ელემენტებით, რაც ვინტაჟურ ეფექტს აძლევს ინტერიერს. ოთახის კედლები ნაწილობრივადაა დაფარული ხის დეკორით, ხოლო დანარჩენ ნაწილსა და ჭერზე პასტელის ფერებია გამოყენებული.
ლუკა გუადანინოსთვის სახლის ინტერიერზე მუშაობა ახალი გამოწვევა იყო იმის მიუხედავად, რომ ფილმზე მუშაობის პროცესში გადასაღები მოედნის ვიზუალზე თვითონაც ზრუნავდა. როგორც თავად ამბობს, ფილმზე მუშაობისას შეგიძლია იმპულსური იყო, რადგან ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო რაიმე, რასაც სახლის დიზაინზე მუშაობისას ვერ მოახერხებ, შენ არ შეგიძლია შეცვალო სახლის ისტორია.
წარმატებული დებიუტის შემდეგ ლუკა გუადანინომ ინტერიერის დიზაინერის ამპლუაში მოღვაწეობა განაგრძოდა რომში თავის მოვლის საშუალებების მაღაზიის – Aesop-ის ინტერიერზე იმუშავა ინდივიდუალურად, რომელიც თანამედროვეობისა და ანტიკურობის თვალსაჩინო ნაზავია.
დაწერე კომენტარი