2018 წელს ნიკოლოზ კვარაცხელიას მიერ დაარსებული ინოვაციური სტარტაპი Feedc დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი და წარმატებული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს გამომწერების გარეშე ინფორმაციის მიღების ყველაზე მარტივ და მოსახერხებელ გზას სთავაზობს. ლოკაციაზე დაფუძნებული აპლიკაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან. ამიერიდან კი Feedc-ზე სხვადასხვა ქართული არხისა თუ გამოცემების გვერდით Hammock Magazine-ის სტატიებსაც იხილავთ, რომელთა წაკითხვასაც ექსკლუზიურად მხოლოდ აპლიკაციაში შეძლებთ. თანამშრომლობა მიზნად ისახავს აქტუალური, საინტერესო და გემოვნებიანი კონტენის განთავსებასა და მის გაზიარებას უფრო ფართო საზოგადოებისთვის.