ვალენტინობის დღეს რომანტიკული სიყვარული მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევა, თუმცა პლატონური სიყვარულიც, რომელსაც თქვენს მეგობრებს, ოჯახსა და ნაცნობებს უზიარებთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც უამრავი დღესასწაულის, ისე ვალენტინობის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილი საჩუქრების გაცვლაა, რითაც ეს დღე კიდევ უფრო მეტი ენდორფინისა და ბედნიერების გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს. ვალენტინობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ყვავილები ან შოკოლადი, ხოლო თუკი ჯერ ვერ მოიცალეთ და ვერ მოიფიქრეთ, რა შეიძლება აჩუქოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, ქვემოთ მოცემული რჩევები ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
ჟურნალი Hammock გთავაზობთ გამორჩეული ბრენდების ორიგინალურ საჩუქრებს ვალენტინობისთვის, რომელთა შეძენასაც Buyers-ის კონცეპტუალურ მაღაზიაში შეძლებთ
Love Stories-ის თეთრეული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური, ფემინური და კომფორტულია, ნამდვილად გაუხარდება მას, ვისთვისაც ლამაზი თეთრეული ამაღლებული განწყობის გარანტია.
ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი Ormaie-ის დაუვიწყარი, არატრადიციული სურნელი ნებისმიერი ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება.
თუკი თქვენს საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღესასწაულზე რაიმე ბრჭყვიალა და გლამურული სურს, ამისთვის Justine Clenquet-ის სამკაული საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
Komono
სათვალე ისეთი აქსესუარია, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია. ბელგიური ბრენდის, Komono-ს პროდუქცია კი სწორედ იმ მომხიბვლელობასა და კომფორტს გთავაზობთ, რაც სათვალის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია.
გარდა სათვალისა, Komono-ს ფერადი, დახვეწილი და ელეგანტური საათები მინიმალისტური დიზაინის მოყვარულთათვის გამორჩეული საჩუქარი იქნება.
გვინეტ პელტროუს საყვარელი პარფიუმი - Heretic მთლიანად ნატურალური, ცოტათი პროვოკაციული სურნელით, აუცილებლად თავბრუს დაახვევს მას, ვისთვისაც ამ სუნამოს აარჩევთ.
თუკი დღესასწაულზე თქვენს პარტნიორთან ერთად განმარტოება გადაწყვიტეთ, იმისათვის, რომ არ მოიწყინოთ, ხელს YESforLov-ის Mission Irresistible Box გააყოლეთ.
Rms Beauty-ის პროდუქციას მისი უნიკალური ფორმულის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ ორგანული ნივთიერებებისგან შედგება, მრავალგვარი გამოყენება აქვს. იგი შეიძლება წაისვათ როგორც ტუჩებსა და ლოყებზე, ასევე თვალებზე და არ შეგეშინდეთ, რადგან მისი ინგრედიენტები სილამაზესთან ერთად იცავს და ატენიანებს კანს.
Sweet Water Decor-ის არომატული სანთლები ამ დღეს ნამდვილად შეგიქმნით რომანტიკულ განწყობას, თანაც სანთელს მისი ნატურალური შემადგენლობა მრავალფუნქციურს ხდის და მისი გამოყენება კანის დასატენიანებლადაც შეგიძლიათ.
The School Of Life გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავის განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება. Buyers-ში ამ ორგანიზაციის როგორც საინტერესო წიგნებს, ისე გასართობ და თერაპიულ თამაშებს აღმოაჩენთ.
როგორც ნიცშე ამბობდა, მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა. Kreafunk-ის ყურსასმენი მუსიკის მოყვარულთათვის, დაგვიჯერეთ, ნამდვილად გამორჩეული საჩუქარია.
დაწერე კომენტარი