როგორც წესი, ცნობილი ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი ინგლისურენოვან ფილმებს არ იღებს, თუმცა როგორც IndieWire-ის სტატიაშია ნათქვამი, მსახიობ ტილდა სუინტონის "ძალამ" ალმოდოვარი დაარწმუნა, რომ ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სწორედ ინგლისურ ენაზე გადაეღო. როგორც IndieWire გვატყობინებს, ალმოდოვარი ფილმ The Human Voice-ზე  მუშაობას ძალიან მალე დაიწყებს. ეს ახალი პროექტი კი ჟან კოქტოს ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება.





როგორც ალმოდოვარი თავის ინტერვიუში ამბობს, მან უკვე ისაუბრა ტილდასთან იმ გზებზე, რომელთა საშუალებითაც მაყურებელი პიესის თანამედროვე ვერსიას იხილავს, პედროს თქმით, ის ახალ პროექტზე მუშაობისას სავსებით თავდაჯერებული და მოხარულია, რომ ინგლისურენოვანი დებიუტისთვის სწორი მუზა შეარჩია.  

"ადამიანს ყოველთვის გჭირდება განცდა, რომ ვიღაცას შენი აბსოლუტურად ესმის, ამ შემთხვევაში ტილდა ისაა, ვისზეც ვოცნებობდი, რეპეტიციაზე ერთმანეთი ძალიან ახლოს გავიცანით და მივხვდი, რომ ის ძალიან ჭკვიანი და გულღია ადამიანია", - ამბობს პედრო ალმოდოვარი  ინტერვიუში.