21 თებერვალს, გალერეაში - „LC Queisser“ ქეთო ლოგუას გამოფენა - „ორმაგი ყვავილი“ („Double Flower“) გაიხსნება.
ქეთო ლოგუა 1988 წელს, სოხუმში დაიბადა. 2005-2009 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 2011-2015 წლებში, სწავლა ბერლინის სახელოვნებო უნივერსიტეტში (Universität der Künste Berlin) გააგრძელა. 2016 წელს ნომინირებული იყო ვისბადენის მუზეუმის (Museum Wiesbaden) „Open Frame Award“-ზე. 2017 წელს მისი გამოფენა წარმოდგენილი იყო, „KW Institut for Contemporary Art“-ში ჩატარებული გემოფენების სერიის, „Coumpound“-ის ფარგლებში. 2019 წელს წარდგენილი იყო Ars Viva-ს დაჯილდოებაზე, რომელიც KAI 10 | Arthena Foundation-ში, დიუსელდორფში და შემდეგ ბერნის ხელოვნების მუზეუმში (“Kunstmuseum Bern”) გაიმართა. 2018-2019 წლებში წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენაზე, „I do speak landscape“, რომელსაც გალერეა „LC Queisser“-ის დამფუძნებელი - ლიზა ოფერმანი კურირებდა.
Installation view, Kunstmuseum Bern, 2019
Bisexual and Radially Symmetric, KAI 10 | Arthena Foundation, 2019
გამოფენაზე “ორმაგი ყვავილი“, წარმოდგენილი იქნება ქეთო ლოგუას ახალი ნამუშევრები რომელიც სიცოცხლის განვითარების ალტერნატიულ ნარატივს, „სალტოსებურ ევოლუციას“იკვლევენ. ნამუშევრებში გამოყენებული ყვავილების დიაგრამები ველური ვარდის მუტაციის და დივერსიფიკაციის სხვადასხვა ფორმებს ეყრდნობა. ამავდროულად, ვარდი, კოლექტიური სურვილების კულტივაციის პირდაპირი ბიოლოგიური მოდელია. ობიექტების დიზაინი და კონცეფცია, არღვევეს მის სამომხმარებლო, ესთეტიურ კოდს და საგნის მიღმა ისტორიულ და ანთროპოლოგიურ მნიშვნელობებს წარმოგვიდგენს.
Bisexual and Radially Symmetric, KAI 10 | Arthena Foundation, 2019
Installation view, KAI 10 | ARTHENA FOUNDATION, 2019
Installation view, LC Queisser, LISTE Basel, 2019
„LC Queisser“ ორი წელია რაც თბილისში არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, მან უკვე უმასპინძლა რამდენიმე მნიშვნელოვან ქართულ და საერთაშორისო გამოფენას. კულტურული გაცვლა და სიახლეების აღმოჩენა, გალერეის წამყვანი ღირებულებებია.
Installation view, KAI 10 | Arthena Foundation, 2019
Open Beehive, Universität der Künste Berlin, 2016
დაწერე კომენტარი