ლიზა გუჩერის, ჯესი დარლინგის, სალომე დუმბაძის, სოფიო მედოიძის და დევიდ ჰორვიცის ნამუშევრები “სამოთხისა” და უცნობი მომავლის იდეის გარშემო გაერთიანდა. გამოფენა “სამი, ოთხი ხე” ვიზიტორებს 26 სექტემბრამდე უმასპინძლებს. 


სალომე დუმბაძე, "უსათაურო", 2020


ჯესი დარლინგი, "უსათაურო", 2020

“სამი, ოთხი ხე” ხელოვანების აქამდე შექმნილ და სპეციალურად გამოფენისთვის დაკვეთილ ნამუშევრებს აერთიანებს.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ლიზა გუჩერის ქანდაკება „ხიდს შექმნა უნდა“, რომელიც ხელოვანმა  საქართველოში მოპოვებული მასალებით შექმნა, ასევე  ჯესი დარლინგის მიერ პანდემიის დროს,  თვითიზოლაციაში, შექმნილი  ნამუშევარი „უსათაურო“ და სალომე დუმბაძის ფერწერა, რომელიც შინაარსობრივად ხედვის შეცვლასთან დაკავშირებული ძიების გამომხატველია. 


სოფიო მედოიძე, “ნატვრის ხე”, 2016

დევიდ ჰორვიცი "უნდა დაერქვას სახელი", 2020,

გამოფენაზე დამთვალიერებლები შეძლებენ თავადაც გახდნენ ხელოვანთა იდეების თანაავტორები. სოფიო მედოიძის ინტერაქციული ხასიათის ნამუშევარი „ნატვრის ხე“ ვიზიტორებისგან დაღეჭილ საღეჭ რეზინებს ელოდება, რომლითაც თითოეული მათგანი საკუთარ “ნატვრას” სამუდამოდ დატოვებს ხეზე. გარდა “ნატვრის ხისა”, ინტერაქციულია დევიდ ჰორვიცის ნამუშევარიც, რომელიც მნახველების მიერ გამოგზავნილი ხის ფოტოებით შეიქმნება და ადამიანთა ცხოვრებაში ბუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. 

ჯგუფური გამოფენა 14  სექტემბერს გაიხსნა და ორი კვირა, 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.