როგორ  გახდა მედდა რეჩედი ყველასათვის ცნობილი მონსტრი? რაიან მერფის  სერიალი Ratched სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს. ნეტფლიქსისა და მერფის  ახალი სერიალის პრემიერა ხვალ, 18 სექტემბერს გაიმართება.


რაიან მერფის ხელწერა მარტივად ამოსაცნობია, American Horror Story-ის შემქმნელი თავის სტილს არც ახალ სერიალში კარგავს და მაყურებელს ისევ საშიშ და თავზარდამცემ ისტორიას სთავაზობს. მთავარ როლში რეჟისორის საყვარელი მსახიობი სარა პაულსონი გვევლინება,  სერიალში ასევე ვიხილავთ შერონ სტოუნსა და სინტია ნიქსონს. 



სერიალში  მოვლენები 1947 წლიდან ვითარდება, როდესაც ამბიციური ახალგაზრდა მედდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწყებს მუშაობას. სწორედ აქედან იწყება მონსტრის შექმნის ისტორიაც.



მედდა რეჩედის  პერსონაჟი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა წიგნიდან “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, ხოლო მომავალში რომანის ეკრანიზაციიდან, რომელიც ამავე სახელწოდებით კინოეკრანებზე 1975 წელს გამოვიდა. სერიალი  შეგვიძლია ამ ფილმის წინამორბედად მივიჩნიოთ, რომელიც გაგვარკვევს, თუ რამ გამოიწვია მომავალში ჩვეულებრივი  მედდის ასეთი სისასტიკე.