Architizer A+A Awards-ის 2020 წლის გამარჯვებულებთა სიაში ქართველი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის არქიტექტურული ფირმის, Khmaladze Architects-ის შენობა შეგვხვდება. ერთგვაროვანი გეომეტრიული ბეტონის ექსტერიერის მიღმა, ყავის კომპანია “მეამას” ქარხანა და ოფისია, რომელიც ერთ შენობაში ყავის საწარმოს, სადეგუსტაციო სივრცეს და ოფისებს მოიცავს. შენობას ერთი მხრიდან ავტომაგისტრალი მიუყვება, ხოლო სამი მხრიდან ფიჭვის ტყით და მიდვრითაა გარშემორტყმული. ქარხანა ეხმიანება გარემოს ე.წ. მწვანე სახურავით, რომელიც მცენარეების საფარს მოიცავს, ასევე შიდა სივრცეში სხვადასხვა ჯიშის ხეებით და მცენარეებით. შედეგად, “მეამა” საქართველოში ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური ყავის საწარმოა.
ქარხანა და ოფისი სამ კატეგორიაში გახდა გამარჯვებული:
1. კომერციული - ოფისი - დაბალი (1-4 სართული) - ხალხის რჩეული
2. კომერციული - ოფისის ინტერიერი (>2300 კვ მ) - ჟიურისა და ხალხის რჩეული
3. დეტალი - არქიტექტურა + ბეტონი - ჟიურისა და ხალხის რჩეული
ეს პირველი გამარჯვება როდია - Khmaladze Architects “მეამას” შენობის პროექტით 2019 წელს საერთაშორისო კონკურსის - ArchDaily & Strelka Award-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვა 2014 წელს Architizer A+A Award-ის კატეგორიაში - სავაჭრო - ბათუმის მაკდონალდსის შენობისთვის.
დაწერე კომენტარი