2018 წელს დაანონსებული უეს ანდერსონის ახალი ფილმის, The French Dispatch-ის თრეილერი “love letter to journalists” სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, რომელიც მე-20 საუკუნის გამოგონილ ფრანგულ ქალაქში დასახლებული ჟურნალისტის შესახებ გვიამბობს. როგორც ცნობილი იყო, ფილმში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა - ტიმოთი შალამე, ტილდა სუინტონი, ლეა სედუ, ბილ მიურეი. ეს პატარა ჩამონათვალიც კი კმარა, რომ 24 ივლისს სულმოუთქმელად ველოდოთ.
The French Dispatch უეს ანდერსონის მე-10 ფილმია, რომლისთვისაც მუსიკა The Grand Budapest-ისა და სხვა უამრავი ცნობილი ფილმის კომპოზიტორმა ალექსანდრე დესპლატმა შექმნა.
დაწერე კომენტარი