Chanel-მა ციფრულ სივრცეში ახალი, 2020/21 წლის კრუიზ-კოლექცია წარმოადგინა, სახელწოდებით „მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის გარშემო“.
ახალი კოლექცია, რომლის ავტორიც Chanel-ის შემოქმედებითი დირექტორი ვირჯინია ვიარდია, ნეაპოლის ყურეში მდებარე კუნძულ კაპრისგან არის შთაგონებული, თუმცა გადაღებები პარიზში მიმდინარეობდა.
„როდესაც ახალი კოლექციის გადასაღებ ადგილზე ვფიქრობდი, გონებაში სწორედ კუნძული კაპრი მიტრიალებდა, თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელება ეპიდემიით გამოწვეული კარანტინის გამო ვერ მოხერხდა და ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია. გადავწყვიტეთ, რომ კოლექციაზე მუშაობისას უკვე ჩვენს ხელთ არსებული მასალა გამოგვეყენებინა და სახელწოდებისთვისაც სხვა მიმართულება მიგვეცა - მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის გარშემო... კუნძულები, ევკალიპტის სურნელი, მცენარე ბუჰენვილიას ვარდისფერი ტონები…”
„მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის გარშემო“ ვირჯინია ვიარდის მიერ წარმოდგენილი მერვე კოლექციაა.
დაწერე კომენტარი