Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ვირჯილ აბლომ 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სახელწოდებით Heaven on Earth იანვარში წარმოადგინა. კოლექცია უტოპიურ იდეალს ეხმაურება, რომელიც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ტიმ უოლკერმა სიურრეალისტური ესთეტიკით აღბეჭდა.
გადაღება უოკერისთვის დამახასიათებელი ფანტასტიკური სტილით წარიმართა - ცისფერი ცა და თეთრი ღრუბლები, რომელიც კოლექციის სახელწოდებას ეხმაურება და რომელსაც ვირჯილ აბლო “თავისუფლების, ერთობისა და მშვიდობის” სიმბოლოებად წარმოგვიდგენს.
“ სამოთხე დედამიწაზე” ვირჯილ აბლოს მთავარ ღირებულებებზეა აგებული - მისი მიზანი მრავალფეროვნებისა და ერთიანობის განცდის შექმნაა.
კოლექცია, თავის მხრივ, ტრადიციული დრესკოდის შესწავლას გულისხმობს, რასაც აბლო მამაკაცისა და მისი კოსტიუმის ურთიერთმიმართებას უკავშირებს და, საბოლოოდ, სამოსის ტრადიციული შტრიხები გამოაქვს დღის სინათლეზე, სადაც ისინი Louis Vuitton-ისთვის დამახასიათებელი დახვეწილობით ერწყმის ერთმანეთს.
დაწერე კომენტარი