მულტიმედია არტისტის, თამუნა ქარუმიძის გამორჩეულმა Street Wear ბრენდმა Tamra Skateboards-მა და  ერთ-ერთმა ყველაზე მრავალფეროვანმა რუსულმა ბრენდმა Volchok-მა ერთობლივი კოლექცია შექმნეს. ორივე ბრენდს ინტერდისციპლინარული ხასიათი და სკეიტბორდინგის კულტურის მიმართ  ინტერესი აახლოებს,  რაც მათი თანამშრომლობით შექმნილ ახალ კოლექციაშიც აისახება. 


 

Tamra Skateboards-ის ხელწერა, რომელშიც კინოს, მოდის, მუსიკისა და ხელოვნების მიმართ დამოკიდებულებაა გამოხატული,  ნამუშევრებში ქართულ ეროვნულ სიმბოლიკასაც წარმოადგენს. ამ ორი ბრენდის სინთეზი, განსხვავებული ტიპის დამწერლობა, ფერადი პრინტები და დიდი ზომის სამოსი ერთდროულად ბევრ სხვადასხვა დისციპლინასა და თემატიკას ეხმიანება. 


კოლექციის შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც Tamra Skateboards-ის, ისევე Volchok-ის ოფიციალურ ვებგვერდებზე.